1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს.
2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით.
4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(141)
- საქმე №ას-701-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2025
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 581-ე და მე-1000-ე მუხლები და განამარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მიზნებისათვის არსებითია, თუ ვინ ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას მომეტებული საფრთხის წყაროზე.
- საქმე №ას-734-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2025
უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან ( სსკ-ის 992-ე…
- საქმე №ას-334-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.07.2025
განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან - სსკ-ის მე-1000 მუხლიდან გამომდინარეობს, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის [1.
- საქმე №ას-400-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2025
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის 33 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000, 408.1 და 409-ე მუხლებიდან. 7.2. სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებით განმარტა, რომ კანონი მომეტებული საფრთხის წყაროს…
- საქმე №ას-1377-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.02.2025
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და მე-1000 მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის დეფინიიციიდან გამომდინარე, მოპასუხე, როგორც მოსარჩელის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე,…
- საქმე №ას-1471-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2024
- საქმე №ას-187-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
- საქმე №ას-220-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.06.2024
- საქმე №ას-164-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ას-19-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
- საქმე №ას-1292-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-184-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2023
- საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2023
- საქმე №ას-1584-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
- საქმე №ას-326-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-188-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.05.2023
- საქმე №ას-299-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
- საქმე №ას-178-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2023
- საქმე №ას-458-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2023
- საქმე №ას-996-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.04.2023
- საქმე №ას-445-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
- საქმე №ას-1195-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.12.2022
- საქმე №ას-902-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ას-524-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2022
- საქმე №ას-616-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-886-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
- საქმე №ას-661-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-395-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-984-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.04.2022
- საქმე №ას-1394-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2022
- საქმე №ას-172-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2022
- საქმე №ას-322-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.10.2021
- საქმე №ას-1498-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.08.2021
- საქმე №ას-1177-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2021
- საქმე №ას-1293-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.12.2020
- საქმე №ას-1685-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2020
- საქმე №ას-965-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.04.2020
- საქმე №ას-883-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2019
- საქმე №ას-605-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.08.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 141-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება