1. შენობის მესაკუთრე ვალდებულია აანაზღაუროს ის ზიანი, რომელიც შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოიშვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი არ არის გამოწვეული შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით.
2. თუ ზიანი მიყენებულია შენობიდან საგნის გადაგდებით, გადავარდნით ან გადაღვრით, პასუხს აგებს პირი, რომელსაც დაკავებული აქვს სადგომი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი დადგა დაუძლეველი ძალის მოქმედებით ან დაზარალებულის ბრალი
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(19)
- საქმე №ას-1598-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2024
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 832-ე, 992-ე, ამავე კოდექსის 1004-ე მუხლით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ზიანი წარმოიშვა მოპასუხის მფლობელობაში არსებული შენობიდან მოსაპირკეთებელი ფილების ჩამოცვენით,…
- საქმე №ას-19-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.01.2024
სასამართლოს მითითებით, მოპასუხე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ სასამართლოს სსკ-ის 1004.2 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად ბინის მფლობელი (იქ მცხოვრები ფიზიკური პირი) უნდა ეცნო და არა - მესაკუთრე.
- საქმე №ას-1422-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
საკასაციო პალატა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1004.1 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ შენობის ჩამოქცევის ან მისი ცალკეული ნაწილების ჩამონგრევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, როდესაც ზიანი გამოწვეულია შენობის არასათანადო მოვლით ან შენობის ნაკლით, შენობის მესაკუთრეს ეკისრება.
- საქმე №ას-812-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
ეს არის პასუხისმგებლობა საფრთხის შემქმნელი დელიქტებისთვის, უმართლობისა და ბრალეულობისაგან დამოუკიდებლად (სსკ-ის 999-ე, 1000-ე, 1004-ე, 1009-ე მუხლები). 63. მოცემულ საქმეში განსახილველი შემთხვევა არ ექცევა არც პირველ შესაძლებლობაში, რა დროსაც, აუცილებელია ბრალის არსებობა, არც - დელიქტური ნორმების ბრალის გარეშე პასუხისმგებლიობის სამართლებრივ ფარგლებში, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის გამო (დაზღვევის ხელშეკრულება).
- საქმე №ას-600-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2019
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 464-ე და 1004-ე მუხლების, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 102-ე,
- საქმე №ბს-925-921(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2018
- საქმე №ას-1157-1077-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2018
- საქმე №ას-1126-1073-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.07.2015
- საქმე №ას-456-431-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-979-937-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.11.2013
- საქმე №ბს-378-367(კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.11.2013
- საქმე №ას-258-582-05 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2005
- საქმე №ბს-1421-1154-კ-04 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.04.2005
- საქმე №ას-866-1487-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2004
- საქმე №ას-1661-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
- საქმე №330210117001777352 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 28.06.2019
- საქმე №330310015001000754 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2019
- საქმე №330210117001918876 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 19.12.2018
- საქმე №330310015001092410 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.06.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება