1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე.
2. არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა. # # # # # #
საქართველოს 2013 წლის 14 ივნისის კანონი №741 – ვებგვერდი, 27.06.2013წ.
კარი II
სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები
თავი III
სასამართ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.06.2013-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.06.2013 კანონი №741
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (22.06.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. განმეორებით დაკავების, ბრალის წაყენებისა და მსჯავრდების აკრძალვა 1. დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულებების ან/და ინფორმაციის საფუძველზე. 2. არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა. # # # # # # კარი II სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები თავი III სასამართლოსასამართ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(8)
- საქმე №ბს-601(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.12.2025
სამართლებრივი თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით, მე-18 მუხლის მე-4 ნაწილით, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 408-ე,…
- საქმე №2კ-596აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.12.2023
საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-8 პუნქტის (არავის დაედება განმეორებით მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის) და საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის დანაწესს (არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 ივლისის განაჩენით შეფასებული იქნა მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულ ი.
- საქმე №2კ-67აპ.-14 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.10.2015
აღნიშნული პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.
- საქმე №330100116001343652 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.11.2018
ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება პირს წაეყენოს ბრალი ან/და დაედოს მსჯავრი იმ დანაშაულისათვის, რომლისთვისაც იგი ერთხელ უკვე გამართლებულ ან მსჯავრდებულ იქნა.
- საქმე №330100118002632097 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.02.2019
…გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არავის არ შეიძლება განმეორებით დაედოს მსჯავრი ერთი და იმავე დანაშაულისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად დაუშვებელია პირის განმეორებით დაკავება მხოლოდ ერთი და იმავე მტკიცებულების ან/და ინფორმაციის…
- საქმე №170100118002456596 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 21.12.2018
- საქმე №2კ-276აპ.-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.05.2010
- საქმე №2კ-752აპ.-09 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.01.2010
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 31, 03/11/2009.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება