საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ადგილი საქართველოა;
გ) სარჩელი ეხება მართლსაწინააღმდეგო ან მასთან გათანაბრებული ქმედებით მიყენებულ ზიანს და ასეთი ქმედების ჩადენა ან ზიანის მიყენება საქართველოში მოხდა;
დ) დავა ეხება იმ საწარმოს ფილიალს, რომლის რეზიდენციაც საქართველოშია;
ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან პირმა სასამართლოს მიმართა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით;
ვ) სარჩელის საგანია სამემკვიდრეო უფლების დადგენა, სამკვიდრო ქონების გაყოფა და მამკვიდრებელს გარდაცვალებისას საცხოვრებელი ადგილი, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ან სამკვიდრო ქონება საქართველოში ჰქონდა.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3946 – ვებგვერდი, 25.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №3946
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(22)
- საქმე №ას-673-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.10.2024
…კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, „საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.“ ამავე კანონის მე-9 მუხლი კი, ითვალისწინებს საერთო საერთაშორისო კომპეტენციის ცალკეულ შემთხვევებს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც საქართველოს სასამართლოებს ენიჭებათ საერთაშორისო კომპეტენცია.
- საქმე №ა-5624-შ-161-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
ანალოგიურ მიდგომას ავითარებას "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" კანონის მე-8 და მე-9 მუხლები, თუმცა, როგორც აღინიშნა, კანონის მე-18.3 მუხლი აღიარებს სასამართლოს კომპეტენციაზე მხარეთა შეთანხმების შესაძლებლობასაც, თუ ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფებელი უცხო ქვეყანაში აქვს.
- საქმე №ა-4687-შ-141-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საქართველოს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენციაზე იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მე-8, მე-9 და მე-10 მუხლების მიხედვით იგი კომპეტენტური არ არის. ასეთი შეთანხმება უნდა დაიდოს: ა) წერილობით ან სიტყვიერად, წერილობითი დადასტურებით;
- საქმე №ა-1479-შ-43-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2022
…გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოპასუხე რამდენიმე პირია და ერთ-ერთ მათგანს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს;
- საქმე №ა-3968-შ-107-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2020
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, 2013 წელი, აღნიშნულია, რომ სავალდებულოა ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მშობლებისაგან ბავშვის პოტენციური განცალკევების კონტექსტში ( მე-9, მე-18 და მე-20 მუხლები). ამასთან, კომიტეტი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ელემენტები წარმოადგენს კონკრეტულ უფლებებს და არა მხოლოდ უბრალო ელემენტებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისათვის.
- საქმე №ა-4173-ბ-11-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2019
- საქმე №ა-4246-შ-126-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2019
- საქმე №ას-502-502-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2018
- საქმე №ა-2761-შ-69-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.07.2017
- საქმე №ა-2135-შ-46-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2015
- საქმე №ას-873-835-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2015
- საქმე №ას-209-196-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
- საქმე №ას-93-89-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2015
- საქმე №ა-2475-შ-75-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2015
- საქმე №ას-1685-1671-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.05.2012
- საქმე №ას-146-476-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2009
- საქმე №ბს-920-879(კს-06) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.12.2006
- საქმე №ბს-963-549(კს-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2005
- საქმე №ას-668-1319-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2004
- საქმე №3გ-ად-31-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2003
- საქმე №3კ/1315-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2003
- საქმე №330210019003078622 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2020
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება