1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას.
2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა:
ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით);
ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა;
გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება;
გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად;
ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. საბაჟო ვალდებულების შესრულება 1. საბაჟო ვალდებულების შესრულება ნიშნავს ვალდებული პირის მიერ იმპორტის გადასახადის გადახდას. 2. საბაჟო ვალდებულება შესრულებულად მიიჩნევა: ა) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის გამოყენებით (ჩათვლით); ბ) თუ განხორციელდა საქართველოს საბაჟო სამართალდარღვევისკანონმდებლობის ჩადენისთვისდარღვევისთვის სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის სახით საქონლის უსასყიდლოდ ჩამორთმევა; გ) თუ განხორციელდა ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიება; გ1) ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელმა საბაჟო ორგანოს წარუდგინა საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) თუ საქონელი განადგურდა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად; ე) თუ ის წარმოიშვა ამ კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და საბაჟო ორგანო დარწმუნდა, რომ შესაბამისი საქონელი მოხმარებული ან გამოყენებული არ იქნა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და გატანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; ვ) იმ საბაჟო დეკლარაციის გაუქმებით, რომლითაც წარმოიშვა იმპორტის გადასახადის გადახდის ვალდებულება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება