1. საბაჟო ორგანო იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის, მისი განაკვეთისა და კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით გაიანგარიშებს გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობას, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საბაჟო ორგანომ შეიძლება მიიღოს დეკლარანტის მიერ გაანგარიშებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, გარდა ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. იმპორტის გადასახადი გადაიხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. (ამოღებულია - 05.04.2023, №2767).
5. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 63. იმპორტის გადასახადის ოდენობის გაანგარიშება და გადახდის წესი 1. საბაჟო ორგანო იმპორტის გადასახადით დაბეგვრის ობიექტის, მისი განაკვეთისა და კანონით დადგენილი შეღავათის გათვალისწინებით გაიანგარიშებს გადასახდელი იმპორტის გადასახადის ოდენობას, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საბაჟო ორგანომ შეიძლება მიიღოს დეკლარანტის მიერ გაანგარიშებული იმპორტის გადასახადის ოდენობა, გარდა ამ კოდექსის 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. იმპორტის გადასახადი გადაიხდება საქართველოს ეროვნული ვალუტით – ლარით, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო დაწესებულების მეშვეობით, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 4. საბაჟო(ამოღებულია დეკლარაციაში- ჯამური05.04.2023, საბაჟო№2767). ვალდებულების თანხა გაიანგარიშება სრულ ლარებში. ამ მიზნით საბაჟო ვალდებულება, რომელიც მთელ რიცხვს არ შეესაბამება, მრგვალდება უახლოეს მთელ რიცხვამდე. 5. ვალდებული პირის საბაჟო ვალდებულება შეიძლება შეასრულოს მესამე პირმა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება