1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა:
ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა;
გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის:
ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის:
ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება;
ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია;
გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის, დეკლარირების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობის შესრულება.
5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებით საბაჟო დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ან იმავე საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია იწვევს იმპორტის გადასახადისთვის თავის არიდებას, ის პირი, რომელმაც წარადგინა ამ დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 49. საბაჟო ვალდებულება, რომელიც წარმოიშობა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის დარღვევისას 1. იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა: ა) უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა; ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა; გ) უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაშიპროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. 2. საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას; ბ) საქონლის საბაჟო პროცედურაშიპროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტი, თუ დადგინდა, რომ ფაქტობრივად არ სრულდება ამ საბაჟო პროცედურისპროცედურის/რეექსპორტის პირობა ან საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობა. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვალდებული პირი არის: ა) ნებისმიერი პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა შესაბამისი ვალდებულების შესრულება; ბ) ნებისმიერი პირი, რომელმაც იცოდა ან რომელსაც გონივრულ ფარგლებში უნდა სცოდნოდა, რომ საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის, და რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება, ან რომელიც მონაწილეობდა ისეთ ქმედებაში, რომელმაც საბაჟო ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია; გ) ნებისმიერი პირი, რომელმაც შეიძინა საქონელი ან რომელიც ფლობს საქონელს და რომელმაც მისი შეძენის ან მიღების მომენტში იცოდა ან რომელსაც უნდა სცოდნოდა, რომ ამ საქონელთან დაკავშირებული საბაჟო ვალდებულება შესრულებული არ არის. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვალდებული პირი არის პირი, რომელსაც მოეთხოვებოდა საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევის, დეკლარირების ან მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისას მისი იმპორტის გადასახდელისგან გათავისუფლების პირობის შესრულება. 5. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებით საბაჟო დეკლარაციაში შეტანილი ინფორმაცია ან იმავე საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია იწვევს იმპორტის გადასახადისთვის თავის არიდებას, ის პირი, რომელმაც წარადგინა ამ დეკლარაციის შედგენისთვის საჭირო ინფორმაცია, ასევე წარმოადგენს ვალდებულ პირს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-161(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.04.2026
სააპელაციო სასამართლომ, წარმომადგენლის პასუხისმგებლობის განსაზღვრისას, მხედველობაში არ მიიღო საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლის შინაარსი, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს წარმომადგენლის პასუხისმგებლობას უცხოური საქონლის საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის პირობების დარღვევისას და პასუხისმგებლობას აკისრებს პირს, რომელიც მოქმედებდა იმ პირის სახელით, რომელსაც მოეთხოვებოდა საბაჟო ვალდებულების შესრულება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება