გადაწყვეტილება №25503/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.09.2025
№ დოკუმენტი 25503/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25503/2/2025

10 სექტემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ ---------)

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს----ის 21.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25503/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9938 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №000-860 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14517 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 5 898,7 ლარი.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

2025 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის (წარდგენის ვადა 15.04.2025 წ) დაგვიანებით (22.04.2025 წ.) წარდგენის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 22.04.2025 წლის №081-2227 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 6 285,65 ლარის ოდენობით.

7.05.2025 წელს გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2025 წლის მარტის თვის შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა 386,95 ლარი და ჯარიმა განისაზღვრა 5 898,7 ლარით, ნაცვლად 6 285,65 ლარისა. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 08.05.2025 წლის №---------/--- ბრძანება და №000-775 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9938 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, 22.04.2025 წლის №081-2227 ოქმის შედგენის (22.04.2025 წ), 8.05.2025 წლის №------/-- ბრძანების (საგადასახადო მოთხოვნა №000-775 8.05.2025) და მომსახურების დეპარტამენტის №-----/-- გადაწყვეტილების მიღების (21.05.2025) თარიღებისათვის გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამდენად, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №---/--ბრძანება, რომლითაც მომჩივნის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი (საგადასახადო მოთხოვნა №000-860, 21.05.2025 წ).

მომსახურების დეპარტამენტის 21.05.2025 წლის №000-860 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.07.2025 წლის №14517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე და 304- ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9938 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

11.04.2025 წლის №081-2227 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის შედეგად წარმოდგენილია ბრძანება, რომელიც შეეფარდა ფულადი ჯარიმა 5 898 ლარი, უნდა წარმოედგინა მარტის თვის ყოველთვიური დღგ-ის დეკლარაცია.

დეკლარაცია შევსებული ჰქონდა და 15 მარტს საღამოს საათებში გააგზავნა, დეკლარაციას წარმატებით გაეგზავნა დაეწერა, ანგარიშ-ფაქტურებიც ატვირთული ჰქონდა და დეკლარაცია მოხვდა შენახულში, შემდეგი დღიდან იყო სააღდგომო დასვენებები და არ გადაუმოწმებია 22.04.2025 წლამდე, ეს იყო პირველი შემთხვევა და ითხოვს მოეხსნას ჯარიმა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევა, თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2) პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია პირი გაათავისუფლოს ამავე კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან, თუ კმაყოფილდება შემდეგი პირობები:

ა) გადასახადის გადამხდელს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება/აღიარებული მოსაკრებელი;

ბ) პირს, საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების დაგვიანებით წარდგენის წინა დღის მდგომარეობით 12 კალენდარული თვის განმავლობაში, იგივე ქმედება ჩადენილი არ ჰქონია;

ამავე დანართის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ დანართის პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება, ხოლო შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან.

შემოსავლების სამსახურის 16.05.2025 წლის №9938 ბრძანებით მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომსახურების დეპარტამენტის 30.07.2025 წლის №------ წერილით წარმოდგენილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 11.04.2022 წლის №9021 ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, 22.04.2025 წლის №081-2227 ოქმის შედგენის (22.04.2025 წ), 8.05.2025 წლის №---/-- ბრძანების (საგადასახადო მოთხოვნა №000-775, 8.05.2025 წ) და მომსახურების დეპარტამენტის №-------/-- გადაწყვეტილების მიღების (21.05.2025 წ) თარიღებისათვის გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაბამისად არ არსებობდა მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის №9938 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დღგ-ის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენის გამო, მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 6 285,65 ლარის ოდენობით.გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესწორებული (დაზუსტებული) დეკლარაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა 386,95 ლარი და ჯარიმა განისაზღვრა 5 898,7 ლარით, ნაცვლად 6 285,65 ლარისა. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება და №000-775 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №9938 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომსახურების დეპარტამენტს დაევალა შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანების გათვალისწინებით სადავო საკითხის შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, სადავო ოქმით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის უფროსის №9021 ბრძანების დანართი №2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ოქმის შედგენის , ბრძანების (საგადასახადო მოთხოვნა №000-775 ) და მომსახურების დეპარტამენტის გადაწყვეტილების მიღების თარიღებისათვის გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ამდენად, მომსახურების დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად გათავისუფლების საფუძველი. აღნიშნულზე გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება, რომლითაც მომჩივნის მიმართ პასუხისმგებლობის ზომად დარიცხული ჯარიმის თანხა დარჩა უცვლელი (საგადასახადო მოთხოვნა №000-860).

მომსახურების დეპარტამენტის №000-860 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის №14517 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 274(1);