გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 17.03.2006
საქმის ნომერი
ას-1107-1353-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.03.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1107-1353-05 17 მარტი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),თ. თოდრია (მომხსენებელი),რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 13 მარტს დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვისა და ვ. ნ-ოვის წარმომადგენელმა ნ. ა-ოვამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, მოითხოვა სს „თ-ის“ და ქ. თბილისის მ-ისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 100000-100000 ლარის დაკისრება, სულ 600000 ლარის იმ საფუძვლით, რომ 1999წ. 12 აგვისტოს მისი მეუღლე ა ნ-ოვი მეგობარ რ. მ-იანთან ერთად სახლში ბრუნდებოდა, ... ¹38-40 სახლის წინ მდებარე ელექტროსადენების საყრდენ ბოძთან მიახლოვებისას მას დაარტყა დენმა და იგი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რ. მ-იანი, რომელსაც ასევე დაარტყა დენმა,გადარჩა. მათი ოჯახის ერთადერთი მარჩენლის გარდაცვალების შემდეგ, იგი 3 არასრულწლოვან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად დარჩა უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელეები მოითხოვდნენ, რომ მოპასუხეებს უნდა აენაზღაურებინათ მათთვის სკ-ის 992-ე და 1006-ე მუხლების შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 24 ოქტომბრის განჩინებით შპს „თბ-ა“ საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.

მოსარჩელეებმა 2003წ. 13 ნოემბერს სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს, სადაც მოპასუხეებად მიუთითეს სს „თ-ი“, ქ. თბილისის მ-ა და შპს „თბ-ა“ და მოითხოვეს სოლიდარულად მათთვის 600 000 ლარის გადახდის დაკისრება.

მოგვიანებით, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეთა წარმომადგენელმა წარმოადგინა მათსა და სს „თ-ს“ შორის დადებული მორიგების აქტი, რომლითაც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება მოსარჩელეებისთვის სკ-ის 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად აენაზღაურებინა ა. ნ-ოვის გარდაცვალებით მიყენებული ზიანი 30000 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული გარემოების ძალაში შესვლის შემდეგ, მოსარჩელეებმა თავის მხრივ იკისრეს ვალდებულება სამომავლოდ არ წარედგინათ სს „თ-ისთვის“ არავითარი პრეტენზია ა. ნ-ოვის გარდაცვალების შედეგად მიყენებულ ზარალთან დაკავშირებით.

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლა თბილისის მ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე, ამასთან, მესამე პირის – შპს „თბ-ის“ მიმართ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ვინაიდან საქმე აღარ წარმოადგენდა თბილისის საოლქო სასამართლოს პირველი ინსტანციით განსახილველ საქმეს, ითხოვა მისი განსჯად სასამართლოში გადაგზავნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მოსარჩელეებს: ნ. ა-ოვას, დ., ა., იური, კ., ვ. ნ-ოვებსა და მოპასუხე – სს „თ-ს“ შორის 2003წ. 25 დეკემბერს დადებული მორიგების აქტი შემდეგი პირობებით: 1.სს „თ-მა“ აღნიშნულ სასამართლო დავასთან დაკავშირებით, იკისრა ვალდებულება ა. ნ-ოვის ტრაგიკული დაღუპვის გამო, მოსარჩელეებისათვის: ნ. ა-ოვას, დ., ა., კ., ი. და ვ. ნ-ოვებისთვის, სკ-ის 1006-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ა. ნ-ოვის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის, 30000 ლარის, ანაზღაურების თაობაზე; 2.აღნიშნული მორიგების ძალაში შესვლის შემდეგ სამომავლოდ მოსარჩელეები აღარ წარუდგენდნენ სს „თ-ს“ არავითარ პრეტენზიას, ა. ნ-ოვის გარდაცვალების გამო და ამის შედეგად მიღებულ ზარალთან დაკავშირებით; 3.მორიგების პირობები ძალაში შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

ამავე განჩინებით სს «თ-ისა“ და თბილისის მ-ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო სარჩელი შპს „თბ-ის“ მიმართ, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, განსახილველად ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლო კოლეგიამ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს არათუ ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ არანაირი მოთხოვნა არ გააჩნდა, არამედ მან მოპასუხე შპს „თბ-ის“ მიმართ შეამცირა თავისი სასარჩელო მოთხოვნა 100000 ლარამდე. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ მოცემული დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველად მიიჩნია და საქმე სსკ-ის მე-15 მუხლის შესაბამისად, ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნა.

ისანი-სამგორის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 28 იანვრის განჩინებით დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვის, ვ. ნ-ოვისა და ნ. ა-ოვას სარჩელი სს „თ-ისა“ და ქ. თბილისის მ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე საოლქო სასამართლოს განსჯადად მიიჩნია და განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაუგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 7 მაისის განჩინებით დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვის, ვ. ნ-ოვისა და ნ. ა-ოვას სარჩელი შპს„თბ-ის“ მიმართ განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს.

ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვის, ვ. ნ-ოვისა და ნ. ა-ოვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს„თბ-ას“ დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ მარჩენალის გარდაცვალებით მიყენებული ზიანის 30 000 ლარის გადახდა.

რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე მხარის მიერ გაშვებულია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან მიიჩნია, რომ დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე წისანსაწარი გამოძიების შეჩერების შესახებ, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირის დაუდგენლობის გამო გამოტანილი იქნა ქ.თბილისის ისანი-სამგოის რაიონული პროკურატურის მიერ 2002წ. 13 ივნისს. რაიონულმა სასამართლო დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება, რომ გარდაცვლილი ა. ნ-ოვი იყო ოჯახის მარჩენალი, მოსარჩელე ნ. ა-ოვას დარჩახუთი არასრულწლოვანი შვილი, იგი არ მუშაობს, მათ არ გააჩნიათ საცხოვრებელი ბინა და ცხოვრობს მისი მშობლების ბინაში, ერთერთი შვილი ინვალიდია და ესაჭიროება სერიოზული მკურნალობა, რისი საშუალებაც მოსარჩელეს არ გააჩნია.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს„თბ-ამ“.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14ივნისის გადაწყვეტილებით შპს„თბ-ის» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვის, ვ. ნ-ოვისა და ნ. ა-ოვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლებით: დადგენილად ცნო, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია დელიქტური ვალდებულების საფუძველზე. კერძოდ, დავის საფუძველი გახდა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მარჩენალის გარდაცვალების გამო. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვისა და ვ. ნ-ოვის წარმომადგენელმა ნ. ა-ოვამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2003წ. 13 მარტს. სააპელაციო პალატამჩათვალა, რომ მოსარჩელემ, რომელიც დაზარალებულად დაიკითხა 1999წ. 15 ნოემბერს, ამ დროიდან იცოდა, რომ შეეძლო მოეთხოვა მარჩენალის გარდაცვალების გამო ზიანის ანაზღაურება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ისინი ელოდებოდნენ კონკრეტული დამნაშავის გამოვლენას და მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეჩერების შემდეგ გადაწყვიტეს სასამართლოსათვის მიმართვა, მაშინ როდესაც მოსარჩელისათვის ცნობილი იყო იმ სავარაუდო იურიდიული პირების შესახებ, რომელთაც შეიძლებოდა დაკისრებოდა სამოქალაქო პასუხისმგებლობა მომხდარზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა მოპასუხეების მამართ ხანდაზმულია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ნ-ოვის, ა. ნ-ოვის, ი. ნ-ოვის, კ. ნ-ოვისა და ვ. ნ-ოვის წარმომადგენელმა ნ. ა-ოვამ, რომელმაცმოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლით: კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს გდაწყვეტილება უკანონოა, როდესაც მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე დაიყენებს სკ-ის 1008-ე მუხლს, მაშინ როდესაც საქმე ეხება დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და სახეზეა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და ამის შედეგად არასწორად სამართლებრივ-მატერიალური ნორმის გამოყენება ან განმარტება.

კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. ნ-ოვი, 1999წ. 12 აგვისტოს, გვიან ღამით, გარდაიცვალა ელექტრო დენის მოქმედების სედეგად, ასფიქსიით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ ნ. ა-ოვამ და დ., ა., იური, კ., ვ. ნ-ოვის კანონიერი წარმომადგენელმა ნ. ა-ოვამ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 2003წ. 13 მარტს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა ხანდაზმულად.

კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული უფლება, რომლის იძულებითი აღსრულების მოთხოვნა შეიძლება გახდეს ხანდაზმულობის ინსტიტუტით გათვალისწინებული განხილვის საგანი. ამისათვის სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება უნდა მისცეს ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ.

კასატორი აღნიშნავს, რომ მის მიერ აქამდე არ მოხდა სარჩელის აღძვრა, რადგან არ იყვნენ დადგენილი პასუხისმგებელი პირები.

სკ-ის 997-ე მუხლის თანახმად პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.

კასატორი უთითებს საქმეში არსებული დასკვნაზე, რომელშიც მითითებულია, რომ ა. ნ-ოვი, 1999წ. 12 აგვისტოს გარდაიცვალა ჩამოწყვეტილი კაბელის შედეგად. ასევე შპს ”თბ-ის” საკასაციო საჩივარზე შემოტანილი შესაგებელში აღნიშნულია, რომ არ არის დადგენილი პირები, რომლის ბრალეული ქმედებით მოხდა აღნიშნული კაბელის ჩამოვარდნა.

იმ შემთხვევაში თუ ზიანის დადგომა განპირობებული იყო შპს ”თბ-ის” მუშაკის (მუშაკების) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით, რაც გათვალისწინებული სკ-ის 997-ე მუხლით, სასამართლომ უნდა განსაზღვროს თუ რამდენად უნდა და შეეძლო დაედგინა კასატორს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

ამასთან ერთად სასამართლო მხედველობაში უნდა მიიღოს სისხლის სამართლის საქმეზე 2002წ. 13 ივნისს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის დადგენილება, რომლითაც შეჩერებული იქნა წინასწარი გამოძიება იმ საფუძვლით, რომ ვერ იქნენ დადგენილი პასუხისგებაში მისაცემი პირები. ამავე დადგენილებაში მითეითებულია, რომ ვერ იქნა დადგენილი მელაძის ქ.¹40 სახლის წინ არსებული ბოძის მფლობელი.

საქმეში წარმოდგენილი 05.10.99 დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ ვერ იქნა დადგენილი თუ ვის ბალანსზე ირიცხება მომხდარი უბედური შემთხვევის ადგილთან დამონტაჟებული რკინის ანძა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ უპირველეს ყოვლისა უნდა დაადგინოს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომელსაც ჰქონდა ადგილი და შესაბამისად ამ ურთიერთობით გათვალისწინებული მოთხოვნის განხილვისას სასამართლო მხედველობაში იღებს ხანდაზმულობის ინსტიტუტის გამოყენების საკითხს.

სასამართლომ უნდა დაადგინოს ქონდა თუ არა ადგილი შპს ”თბ-ის” მუშაკის (მუშაკების) მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის არსებობას. ამ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სკ-ის 197-ე მუხლი და შესაბამისად გადაწყდეს ხანდაზმულობის საკითხი ამავე კოდექსის 1008-ე მუხლის გათვალისწინეით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალოატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. ა-ოვას და დ., ა., იური, კ., ვ. ნ-ოვის კანონიერი წარმომადგენელის ნ. ა-ოვას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატას.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს