1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას.
4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:
ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია;
ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;
გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის
კანონი
№4850
- ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 25.06.2019 კანონი №4850
- 03.06.2016 კანონი №5154
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია 1. უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში. 11. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია წარმოებს ამ კანონის შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით. 2. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს გარიგების საფუძველზე ამ ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას და საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია არ გამორიცხავს ამ ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციას. 4. უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება: ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია; ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო; გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე; დ) ამ ნივთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციით, გარდა აღნიშნული ნივთის მესაკუთრედ სამართალმემკვიდრის რეგისტრაციისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როცა საკუთრების უფლების გაუქმებით ეს ნივთი მესაკუთრის გარეშე რჩება.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(42)
- საქმე №ას-1538-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.05.2026
…იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით გამორიცხავს ერთმანეთს, მაშინ რეგისტრირდება მხოლოდ ის უფლება ან უფლებები, რომელიც (რომლებიც) სხვა უფლებაზე ან უფლებებზე ადრე იქნა წარდგენილი სარეგისტრაციოდ (იხ.
- საქმე №ბს-824(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 201-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-5 მუხლზე, მე-60 პრიმა მუხლზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველ პუნქტზე, მე-11 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტზე, მე-12 მუხლზე მითითებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო აღნიშნავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი ნორმატიული აქტით დადგენილი…
- საქმე №ბს-666(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
…სამართლით გათვალისწინებული სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლებები; ლ) უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულებები; მ) სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება. ამავე კანონის 12.1 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად შეიძლება ამ კანონით დადგენილი წესით მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამ უფლების წინასწარი რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
- საქმე №ბს-396(2კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.01.2023
…უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის №ბს-367-363(კ-12) გადაწყვეტილება). „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი…
- საქმე №ბს-318(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.04.2022
…უნდა მიენიჭოს იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული, ვინაიდან წინმსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას (სუსგ საქმეზე 24.03.2015წ. №ბს-459-453(3კ-14)). „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 12.1 მუხლის შესაბამისად, თუ სარეგისტრაციო ობიექტზე მოთხოვნილია რამდენიმე ისეთი უფლების რეგისტრაცია, რომლებიც თავიანთი შინაარსით…
- საქმე №ბს-325(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.09.2020
- საქმე №ბს-173(4კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2020
- საქმე №ბს-852(3კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №ას-407-387-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.02.2016
- საქმე №ბს-193-189(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.09.2015
- საქმე №ბს-10-10(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.09.2015
- საქმე №ბს-9-9(2კ-15) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.07.2015
- საქმე №ას-463-439-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
- საქმე №ბს-359-349(4კ-13) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.04.2014
- საქმე №ბს-950-943(2კ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.02.2014
- საქმე №ბს-468-463(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 30.04.2013
- საქმე №ბს-681-667(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2013
- საქმე №ბს-367-363(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2013
- საქმე №ბს-1510-1085(გ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2006
- საქმე №080310016001513943 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.03.2020
- საქმე №100310018002438986 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 20.12.2019
- საქმე №190310018002389714 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 13.11.2019
- საქმე №030310118002319023 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2019
- საქმე №010310115001170841 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 15.07.2019
- საქმე №170310017001842128 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.05.2019
- საქმე №170310017001842225 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №010310014622417 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №110310017001899252 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.12.2018
- საქმე №190310116001318257 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.11.2018
- საქმე №100310018002308801 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 29.10.2018
- საქმე №130310515001019112 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 04.05.2018
- საქმე №020310016001268385 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.04.2018
- საქმე №330210015001014473 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.02.2018
- საქმე №020310014663075 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2018
- საქმე №240310015001130945 · სენაკის რაიონული სასამართლო · 29.03.2019
- საქმე №080310017001888772 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 23.01.2019
- საქმე №330310117001898078 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №170310017001842296 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 04.12.2018
- საქმე №170310017001842225 · თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო · 30.11.2018
- საქმე №330310018002268087 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 21.11.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 42-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება