1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება:
ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა;
ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა.
3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4947 – ვებგვერდი, 13.07.2011წ.
საქართველოს 2016 წლის 3
ივნისის კანონი
№
5154
- ვებგვერდი, 17.06.2016წ.
საქართველოს 2019 წლის 25 ივნისის
კანონი
№4850
- ვებგვერდი, 02.07.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.06.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 25.06.2019 კანონი №4850
- 03.06.2016 კანონი №5154
- 24.06.2011 კანონი №4947
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაცია და მათი შეცვლა 1. მიწის ნაკვეთი სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შესაბამისი კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად რეგისტრირდება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. თუ უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული ან მისი შინაარსიდან არ ირკვევა მიწის ნაკვეთის დანიშნულება ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორია, რეგისტრაცია წარმოებს მიწის ნაკვეთის დანიშნულების ან/და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შესახებ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაციის ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე. 2. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირდება: ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; [ ა) მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა; (ამოქმედდეს 2020 წლის 1 ივლისიდან)] ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლა. 3. მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციის წესი და პირობები, აგრეთვე მიწის ნაკვეთის დანიშნულების ცვლილების სარეგისტრაციო წარმოების ვადები განისაზღვრება ინსტრუქციით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ბს-1017(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, მიუთითა „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, მე-8, მე-15 მუხლები, „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-7 მუხლები,…
- საქმე №ბს-824(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.11.2025
…და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ 2023 წლის 14 თებერვალს №5 23 00166031 წერილით მიმართა შპს „ჯ...ს“ და აცნობა შემდეგი: „.............. 2021 წლის 8 ნოემბრის №2021/07/03 ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.4 პუნქტის და მე-15 მუხლის 15.1. პუნქტის გათვალისწინებით, სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო, გაკისრებთ ჯარიმას „ხელშეკრულების ღირებულების“ 25%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 2 556 127.92 ლარს“.
- საქმე №ბს-865(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.04.2025
საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლზე, რომელიც არეგულირებს მიწის ნაკვეთის დანიშნულებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის რეგისტრაციის, ასევე მათი შეცვლის საკითხებს.
- საქმე №ბს-277(2კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
…მუხლებზე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ თანდართული ინსტრუქციის პირველ მე-9, მე-13, მე-14, მე-15, მე-16 მუხლებზე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ (ძალადაკარგული…
- საქმე №ბს-141(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2023
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა თელავის რაიონული სასამართლოს სამართლებრივი შეფასება მითითებულ უფლების დამდგენ დოკუმენტებთან დაკავშირებით, კერძოდ, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის გათვალისწინებით, იმ პირობებში, რომ სარეგისტრაციო დოკუმენტები დღეის მდგომარებით ძალაშია და არ…
- საქმე №ბს-1185(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.03.2022
- საქმე №ბს-47(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.02.2022
- საქმე №ბს-932(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2019
- საქმე №100310018002282753 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 02.04.2019
- საქმე №180310516001463739 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.01.2019
- საქმე №190310019002912499 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 15.08.2019
- საქმე №340310018002713270 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 22.05.2019
- საქმე №330310018002566181 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 29.01.2019
- საქმე №330310018002576617 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.12.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო რეესტრის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 41, 30/12/2008.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება