მუხლი 354. საქმის გარემოების დადგენა სასამართლოს ინიციატივით
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლი · სსსკ 354
თავი XLIII — საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი
1. სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
2. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეები არ შეიძლება განიხილებოდეს სხვა ხასიათის მოთხოვნების შესახებ აღძრულ საქმეებთან ერთა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(131)
საქმე №ას-702-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.07.2026
…კასატორის მიერ გამოთქმული პრეტენზიების ფარგლებში შეამოწმებს, თუმცა, ვინაიდან წინამდებარე დავაში საკითხის გადაწყვეტის ქვაკუთხედს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გამოკვლევა-დადგენა წარმოადგენს, სასამართლო განკარგავს ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინკვიზიციურობის პრინციპს და შეეხება იმ საკითხთა წრეს, რომლებიც შესაძლოა აბრკოლებდეს ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და არ ემყარებოდეს ს.მ–ის ჭეშმარიტი ინტერესების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასება-გამოკვლევას.
საქმე №ას-93-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2026
…მიმართ, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო ბავშვთან ურთიერთობისა და მამა-შვილური ემოციური კავშირის ჩამოყალიბების, მისი გაძლიერებისათვის) და აღნიშნა, რომ სსსკ-ის მე-4, 102-ე, 105-ე, 352-ე, 354.1 მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამასთან, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების…
საქმე №ას-1598-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.03.2026
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი).
საქმე №ას-185-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2025
სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი).
საქმე №ას-623-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2025
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით ( სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც, მათ შორის, სასამართლოს აძლევს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად განსაზღვროს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის…
საქმე №ას-1481-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2025
საქმე №ას-1418-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2025
საქმე №ას-95-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.11.2024
საქმე №ას-931-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.10.2024
საქმე №ას-997-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
საქმე №ას-532-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.06.2024
საქმე №ას-1444-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
საქმე №ას-318-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2024
საქმე №ას-334-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
საქმე №ას-106-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-295-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ას-1382-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.04.2024
საქმე №ას-102-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
საქმე №ას-1607-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.01.2024
საქმე №ას-1302-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.01.2024
საქმე №ას-653-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.10.2023
საქმე №ას-159-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.05.2023
საქმე №ას-1635-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2023
საქმე №ას-1558-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2023
საქმე №ას-1480-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.01.2023
საქმე №ას-1076-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
საქმე №ას-909-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.11.2022
საქმე №ას-716-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
საქმე №ას-34-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
საქმე №ას-1060-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2022
იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 354 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 354, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-354/