1. სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს:
ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;
ბ) ერთ-ერთი მშობლის ურთიერთობა ბავშვთან;
გ) ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა ერთ-ერთი მშობლისათვის;
დ) მცირეწლოვანი ბავშვის შენახვის ვალდებულება;
ე) საკითხი ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლისათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ;
ვ) საოჯახო მეურნეობისა და ბინით სარგებლობის საკითხი;
ზ) საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვასთან დაკავშირებით ხარჯების ავანსის სახით გადახდევინების საკითხი.
2. აღნიშნულ საკითხებზე სასამართლოს განჩინება შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.
3. განჩინების გამომტან სასამართლოს შეუძლია, მხარეთა განცხადების საფუძველზე, შეცვალოს ან მთლიანად გააუქმოს თავისი განჩინებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(18)
- საქმე №ა-3913-შ-100-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.11.2024
…გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე; შესაბამისად ვერ იქნება გაზიარებული მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის პ.ს–ის წარმომადგენლის კ.გ–ის შუამდგომლობას: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებითი განკარგულების საფუძველზე აიკრძალოს არასრულწლოვან 2016 წლის 16 ნოემბერს დაბადებულ ვარვარა ს–ასთან და 2019 წლის 1 მაისს დაბადებულ ვერა ს–ასთან ბიოლოგიური დედის ლ.
- საქმე №ას-102-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
…რომ ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ დავებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისას სასამართლო ხელმძღვანელობს საოჯახო დავების განხილვისთვის დამახასიათებელი ინკვიზიციურობის პრინციპით ( სსსკ-ის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი). 10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;
- საქმე №ას-1155-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.01.2024
…შესახებ, რომლითაც განმცხადებელი, სადავო ბინაში შვილების შესახლებას ითხოვდა. 36. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო: 37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე მიიღოს დროებითი განკარგულება, რათა მოაწესრიგოს: ა) შვილის მიმართ მშობელთა ზრუნვის საკითხები;
- საქმე №ას-1183-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.11.2023
…სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს. 12. სსსკ-ის 355-ე მუხლში მოცემულია სასამართლოს მიერ დროებითი განკარგულების მიღების შემთხვევათა ჩამონათვალი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე…
- საქმე №ას-1076-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.12.2022
…ივნისი, 2015წ.). 150. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის მიმართ კასატორის იურდიული ინტერესი. 151. სსსკ-ის 355-ე მუხლით გათვალისწინებული დროებითი განკარგულების გამოცემის მიზანი შვილებთან მშობლების ურთიერთობის მოწესრიგებაა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე (იხ., სუსგ №ას-1122-1078-2016, 1 მარტი, 2017).
- საქმე №ას-908-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.10.2022
- საქმე №ას-1680-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.04.2020
- საქმე №ა-3658-შ-95-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2019
- საქმე №ა-4246-შ-126-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.10.2019
- საქმე №ა-3968-შ-107-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2019
- საქმე №ას-946-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2019
- საქმე №ას-89-89-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.02.2019
- საქმე №ას-1139-1095-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2017
- საქმე №ას-1122-1078-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.03.2017
- საქმე №ას-260-248-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
- საქმე №ას-883-926-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.09.2011
- საქმე №ას-1008-1281-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2009
- საქმე №ას-716-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება