1. ქორწინება, რომელიც გაფორმდება 1120-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, შეიძლება სასამართლომ ბათილად ცნოს.
2. თუ საქმის განხილვის მომენტისათვის აღარ არსებობს დაქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, სასამართლოს შეუძლია ქორწინება ცნოს ნამდვილად ამ გარემოებათა მოსპობის მომენტიდან. ასეთი საფუძვლით ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ დაქორწინებით, აგრეთვე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს.
3. მხარდაჭერის მიმღებთან ქორწინების ბათილობის შესახებ საქმის განხილვისას აუცილებელია საქმეში იმ მხარდამჭერის ჩაბმა, რომელიც მისი მეუღლე არ არის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩაბმა.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-558-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.03.2026
…გარემოება (გ.ხ–სა და ნ.დ–ას შორის 1990 წლის 3 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება ფაქტობრივად შეწყდა მალე, თუმცა, განქორწინება დარეგისტრირდა 2011 წლის 29 აგვისტოს) სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სრულად აპელანტის მოთხოვნა ( სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მეორე ნაწილი). 17. საკასაციო სასამართლო ასევე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეთა ქორწინება 2011 წლის 29 აგვისტოდან ე.ი.
- საქმე №ას-915-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2021
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 1106-ე, 1120-ე, 1122-ე, 1140-ე, 1143-ე მუხლები გამოიყენა. 7. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
- საქმე №ას-849-815-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.01.2017
…ბუნების გათვალისწინებით, განსხვავდება განსახილველი საქმისაგან, ამასთანავე, პალატა მიუთითებს მსგავსი ფაქტობრივი აღწერილობის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, სადაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1143-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით არ ცნო ბათილად ქორწინება, როდესაც საქმის განხილვის დროისათვის აღარ არსებობდა ქორწინების ბათილობის წინაპირობები (იხ.
- საქმე №ას-195-186-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2016
სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 61-ე, 1120-ე, 1143-ე მუხლები, ”სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლი და განმარტა, რომ არ შეიძლება ქორწინების რეგისტრაციაში გატარდეს პირი, რომელიც უკვე იმყოფება…
- საქმე №3კ/633-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.07.2003
როგორც ადრე მოქმედი საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 45-ე მუხლისა და ამჟამად მოქმედი სკ-ს 1143-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება აქვთ მეუღლეებს და იმ პირებს, რომელთა უფლებებიცაა დარღვეული ამ ქორწინებით.
- საქმე №3კ/628-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.06.2003
- საქმე №3კ/610-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2002
- საქმე №240210019002463165 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №160210019003121287 · ბოლნისის რაიონული სასამართლო · 23.12.2019
- საქმე №330210019003067178 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.12.2019
- საქმე №200210012155085 · თელავის რაიონული სასამართლო · 06.06.2019
- საქმე №330210018002567499 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 27.02.2019
- საქმე №330210018002325587 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №010210017001924474 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება