თავი V — მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესი და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის უფლებრივი მდგომარეობა
1. საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოში მყოფი უცხოელი საქორწინო და საოჯახო ურთიერთობებში სარგებლობს ისეთივე უფლებებით, როგორებითაც – საქართველოს მოქალაქე და აკისრია ისეთივე მოვალეობები, როგორებიც – საქართველოს მოქალაქე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 05.03.2014).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-618(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.12.2025
კასატორი ასევე უთითებს ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელს შეუძლია დაქორწინდეს და განქორწინდეს საქართველოს მოქალაქესა და სხვა პირზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- საქმე №ბს-625(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…კოდექსის 105.1 მუხლი და არ გამოიყენა არაერთი ნორმა, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, მაგალითად: „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლი („ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტები), 25.1 მუხლი, 36-ე მუხლი. საყურადღებოა, რომ მოსარჩელე 2021 წლის 10 ნოემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში საქართველოს მოქალაქე თ.რ-სთან და ჰყავთ საერთო შვილი - 2022 წლის 15 ივლისს დაბადებული ე.კ-ო.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.07.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 17/03/2014.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება