1. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობანი შვილების მიმართ, საალიმენტო მოვალეობანი და
–
დავის შემთხვევაში
–
სასამართლოში მიმართვის უფლება.
2. ხელშეკრულებით ასევე არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-706-660-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2017
კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არავითარი სასამართლო დადგენილება, რომ ვალი დაიხარჯა მთელი ოჯახის საჭიროებისათვის და არსებობს მტკიცებულება, რომ თ-- ჟ----ას მეუღლეა ე- ს--ია, რომელთა ქონება თანაზიარი საკუთრებაა და არ შეიძლება სსკ-ის 1179-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად აღნიშნული თანაზიარი საკუთრებით ვალის გადახდა ამ შემთხვევაში. 25.
- საქმე №330210015001105255 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
სასამართლომ იხელმძღვანელა აღნიშნული განმარტებით და უგულვებელყო სამოქალაქო კოდექსის 1179-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ისეთი პირობები, რომელბიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება