1. საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
2. საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებს შეუძლიათ შეცვალონ მეუღლეთა საერთო საკუთრებისათვის კანონით დადგენილი წესი.
3. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება, რომელშიც ჩაირიცხება ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონებაც (საერთო ქონება), ანდა მთლიანად ან ნაწილობრივ თქვან უარი ამგვარ გაერთიანებაზე და დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ას-126-121-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1164-ე, 1168-ე და 1176-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით განმარტა, რომ 2005 წელს მხარეთა მიერ 4 500 აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანა ითვლება მეუღლეთა…
- საქმე №330210015001105255 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
…პუნქტების ბათილად ცნობის საფუძველი, სასარჩელო მოთხოვნა საქორწინო ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებიდან მიღებული სარგებლის ნახევრის გადახდის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. 3.5. სამოქალაქო კოდექსის 1176-ე მუხლი განსაზღვრავს საქორწინო ხელშეკრულების შინაარსის ფარგლებს. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე.
- საქმე №330210118002662492 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე, 1158-ე- 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 1171-ე, 1172-ე და 1176-ე მუხლები. 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. მოსარჩელე ან---------------------------იმ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე დ-------------------ი მ----------------–---–-ს…
- საქმე №330210118002401776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
ო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, 22-ე, 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 183-ე, 312-ე, 524-ე, 1106-ე, 1158-ე, 1160-ე, 1172-ე, 1176-ე მუხლებით; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კანონის,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება