1. მეუღლეებს შეუძლიათ დადონ საქორწინო ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.
2. საქორწინო ხელშეკრულება ქორწინების რეგისტრაციამდე უნდა დაიდოს, თუ ერთ-ერთი მეუღლე მაინც მხარდაჭერის მიმღებია. საქორწინო ხელშეკრულების დადების პროცესში აუცილებელია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, აგრეთვე მხარდამჭერის ჩაბმა იმ ნაწილში, რომელიც განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.
3. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულების შესრულებისას მხარდამჭერის მიერ თავისი მოვალეობების განხორციელებაზე ზედამხედველობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.
4. მხარდაჭერის მიმღებთან დადებული საქორწინო ხელშეკრულება იმაზე მეტად არ უნდა ზღუდავდეს მის ქონებრივ უფლებებს, ვიდრე ეს განსაზღვრულია სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებით.
5. თუ საქორწინო ხელშეკრულება მხარდამჭერსა და მხარდაჭერის მიმღებს შორის იდება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღებს მისი დადების პროცესში დროებით მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს უნიშნავს.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3339
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ას-1025-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2022
სსკ-ის 1120-ე მუხლის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. პირველი განმცხადებელი ამ სტატუსით ჟურნალისტების წინაშე მაშინ წარსდგა, როდესაც მხარდაჭერის მიმღები უგონო მდგომარეობაში იყო და არ შეეძლო ნების გამოხატვა.
- საქმე №ას-1760-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.02.2022
იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. საქართველოს კანონმდებლობა, ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობისგან განსხვავებით, პოლიგამიის ან ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირისათვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს.
- საქმე №ას-392-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2021
იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. 47. საქართველოს კანონმდებლობა, ზოგიერთი სხვა ქვეყნის კანონმდებლობისაგან განსხვავებით, პოლიგამიის ან ახლო ნათესავებს შორის სქესობრივი კავშირისათვის პასუხისმგებლობას არ ითვალისწინებს (ამასთან დაკავშირებით, იხ.
- საქმე №330210015001105255 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
სასამართლომ არასწორად აღნიშნა, რომ საქორწინო ხელშეკრულებით თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ნივთისთვის სამართლებრივი რეჟიმის შეცვლა და მისი მხოლოდ ერთი მეუღლისთვის მინიჭება არათუ ეწინააღმდეგება კანონის დანაწესს, არამედ სრულიად შესაბამისობაშია სსკ-ის 1172-ე და 1176-ე მუხლების განსაზღვრებასთან. საკუთრებისთვის თვითნებურად სტატუსის შეცვლა ერთ-ერთი მეუღლის საზიანოდ არ არის შესაბამისობაში სსკ-ის 1179-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.
- საქმე №240210019002463165 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 30.10.2019
ე) იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია და რომლებსაც არ დაუდიათ ამ კოდექსის 1172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქორწინო ხელშეკრულება. ხოლო ამავე კოდექსის 1122-ე უხლის მიხედვით, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია ა) ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალება;
- საქმე №010210016001403979 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.09.2018
- საქმე №190224018002720189 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.07.2019
- საქმე №330210118002662492 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 08.05.2019
- საქმე №330210118002401776 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 14.11.2018
- საქმე №010210017001924474 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 11.07.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება