თუ საერთო ქონების გაყოფა ხდება ქორწინების განმავლობაში, მაშინ ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა, და აგრეთვე ქონება, რომელსაც ისინი შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებულ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1167. საერთო ქონების გაყოფა ქორწინების განმავლობაში
სამოქალაქო კოდექსის 1167-ე მუხლი · სკ 1167
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-1169-1089-2017
ამასთანავე, ქორწინების განმავლობაში დასაშვებია, საერთო ქონების როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ გაყოფა და ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა და, აგრეთვე, ქონება, რომელსაც მეუღლეები შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( სკ-ის 1167-ე მუხლი). 18. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 1168-ემუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებზე, რომელიც არეგულირებს მეუღლეთა წილის თანაბრობიდან გადახვევის…
- საქმე №ას-605-579-2016
კერძოდ, მოსარჩელეს მიაჩნდა, რომ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას სასამართლომ უნდა გადაუხვიოს წილთა თანაბრობის პრინციპს და მოსარჩელეს უნდა მიაკუთვნოს მითითებული უძრავი ქონების 4/5 ნაწილი იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები (სსკ-ის 1164-ე, 1167-ე და 1168-ე მუხლები). მოპასუხე აღნიშნულის წინაღმდეგი იყო და ქონების თანაბრად გაყოფას ემხრობოდა. 55. სასამართლომ განმარტა, რომ მეუღლეთა შორის ქონების გაყოფისას…
- საქმე №ას-1006-967-2014
ამასთანავე, ქორწინების განმავლობაში დასაშვებია, საერთო ქონების როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ გაყოფა და ქონების ის ნაწილი, რომელიც არ გაყოფილა და, აგრეთვე, ქონება, რომელსაც მეუღლეები შეიძენენ მომავალში, ჩაითვლება მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუკი საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ( სკ-ის 1167-ე მუხლი). 1.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი, ქ.თბილისი, წ-ის ქ#...-...-ში მდებარე უძრავი ქონების ½ წილი 2007 წლის 5 სექტემბერს მ.
- საქმე №080210015001006774
სკ 1167-ე და 1168-ე მუხლებით კი ინდივიდუალურად შეიძლება ჩაითვალოს ის ქონება, რომელიც ცალკე ცხოვრების შემდეგაა შეძენილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1161. მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრება
- მუხლი 1162. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები
- მუხლი 1163. მეუღლის ქონების გადაქცევა მეუღლეთა თანასაკუთრებად
- მუხლი 1164. მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
- მუხლი 1165. პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთების ბედი თანასაკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1166. წილის კომპენსაცია საკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1168. არასრულწლოვანი შვილების ინტერესების გათვალისწინება თანასაკუთრების გაყოფისას
- მუხლი 1169. მეუღლეთა საერთო ვალების გაყოფის წესი
- მუხლი 1170. ერთ-ერთი მეუღლის ვალის დაფარვის წესი
- მუხლი 1171. თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
- მუხლი 1172. საქორწინო ხელშეკრულება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1167, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1167/