1. მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ, ორგანიზაციულ ან კომერციულ ინფორმაციას, რაც დასტურდება მისი საიდუმლოდ შენახვისათვის გაწეული აუცილებელი და საკმარისი ღონისძიებით, განსაკუთრებული უფლება აქვს ამ ინფორმაციაზე.
2. ნოუ-ჰაუზე განსაკუთრებული უფლების დაცვა ხორციელდება ამ კოდექსითა და სამრეწველო საკუთრების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტებით.
წიგნი მეხუთე
საოჯახო სამართალი
კარი პირველი
ქორწინება
თავი პირველი
დაქორწინების წესი და პირობე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-599(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2019
…ლარის უკან დაბრუნებას, რომლის გადახდის სამართლებრივი საფუძვლის - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 დეკემბრის განჩინების ძალაში ყოფნის პირობებში არ დგინდება სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1105-ე მუხლებით გათვალისწინებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში პროკურატურისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, ზიანი ანაზღაურდება ზიანის მიმყენებლის ბრალის მიუხედავად.
- საქმე №ბს-976-972(2კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.01.2018
…პირად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში, რაც ნიშნავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა გ. ჩ-ის გარდაცვალების მოტივით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლის განმარტებით: თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი.
- საქმე №ბს-33-32(კ-16) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.02.2017
…ოდენობის, ამ ხელშეკრულებებში ასახული სხვა ინფორმაციების) გავრცელების დამაბრკოლებელი გარემოება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ინფორმაციის ერთიანობის, განუყოფლობის თვისებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება აზრს უკარგავს მის დაცვას. სკ-ის 1105-ე მუხლის თანახმად, მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ტექნოლოგიურ,…
- საქმე №ას-947-909-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ მის მიერ გამოგონებული ლატარიის ჩატარების ახალი მეთოდი დაცული იყო სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლით. სასამართლოს განმარტებით, მითითებული მუხლი იცავს მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუ) და იგი წარმოადგენს…
- საქმე №330310114535605 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 27.06.2018
…გატარების მომსახურების ფასის, ოდენობის, ამ ხელშეკრულებებში ასახული სხვა ინფორმაციების) გავრცელების დამაბრკოლებელი გარემოება. ინფორმაციის ერთიანობის, განუყოფლობის თვისებიდან გამომდინარე, მისი გავრცელება აზრს უკარგავს მის დაცვას. სამოქალაქო კოდექსის 1105-ე მუხლის თანახმად, მეწარმეს, რომელიც ფლობს საწარმოო-კომერციულ საიდუმლოებას (ნოუ-ჰაუს), რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება