1. გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით.
2. დიზაინზე უფლებათა დაცვა ხორციელდება შესაბამისი კანონის მიხედვით.
3. გამოგონებიდან, სასარგებლო მოდელიდან ან დიზაინიდან გამომდინარე პირადი არაქონებრივი საავტორო უფლებები განუსხვისებელი და უვადო უფლებებია.
საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2886 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1030 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1030
- 16.05.2023 კანონი №2886
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-947-909-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.02.2015
პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, სამოქალლაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 1105-ე, 1100-ე მუხლებით, საქართველოს საპატენტო კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე კანონის მე-5 მუხლით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების…
- საქმე №ას-452-427-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2011
რ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1100-ე მუხლი და «საქართველოს საპატენტო კანონი», რის შედეგადაც კასატორს წაერთვა პატენტით მინიჭებული მისი კანონიერი უფლების განხორციელების შესაძლებლობა.
- საქმე №ბს-37-27-გ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.02.2004
…წარმოადგენს, რადგან “გამოგონების შესახებ” დებულების მე-11 მუხლისა და “საქართველოს საპატენტო კანონის” მე-3 მუხლის მიხედვით, პატენტი ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტს ანიჭებს პატენტმფლობელის განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. სკ-ის 1100-ე მუხლის თანახმად, პატენტი წარმოადგენს სამრეწველო საკუთრებას და შესაბამისად, პატენტი როგორც საკუთრების ობიექტი, სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობს.
- საქმე №3კ/637-03 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2003
…ობიექტად არ მიიჩნევა და პატენტი არ გაიცემა მეურნეობრიობის ორგანიზაციისა და მართვის მეთოდზე. კოლეგიამ ჩათვალა, რომ რ.გ-ის მიერ შექმნილი ნაწარმოები არ განეკუთვნება სამრეწველო საკუთრების საგანს და მასზე პატენტი არ უნდა გაცემულიყო ( სკ-ს 1100-ე მუხლი). საავტორო სამართლით მოწესრიგებული საავტორო ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონით ( სკ-ს 1070-ე მუხლი), რომელიც ითვალისწინებს სათანადო სერტიფიკატის გაცემას.
- საქმე №3კ/633-02 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.07.2002
პალატა მიუთითებს, რომ როგორც “გამოგონების შესახებ” დებულებით (მე-11 მუხლი), ისე საქართველოს საპატენტო კანონით (მე-3 მუხლი) პატენტი ადასტურებს ავტორობას და პრიორიტეტებს, ანიჭებს პატენტმფლობელს განსაკუთრებულ უფლებას გამოგონებაზე. სკ-ს 1100-ე მუხლით პატენტი წარმოადგენს სამრეწველო საკუთრებას. პატენტი რომ სამრეწველო საკუთრებაა და არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აღნიშნულია ასევე 1883წ.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება