1. საერთაშორისო დიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 29-ე−301 მუხლები.
2. თუ დიზაინი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი ჰააგის შეთანხმებით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს.
3. საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე ვრცელდება ჰააგის შეთანხმების ნორმები.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. საერთაშორისო დიზაინის ექსპერტიზა 1. საერთაშორისო დიზაინისათვისდიზაინისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-10, მე-12, მე-17, მე-19 და მე-20 მუხლები, 28-ე მუხლი (გარდა 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა) და 29-ე−301 მუხლები. 2. თუ დიზაინი არ აკმაყოფილებს რეგისტრაციისათვის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, საქპატენტი ჰააგის შეთანხმებით დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებაზე უარის თქმის შესახებ და ატყობინებს საერთაშორისო ბიუროს. 3. საერთაშორისო დიზაინის რეგისტრაციის მოქმედების ვადაზე და ვადის გაგრძელებაზე ვრცელდება ჰააგის შეთანხმების ნორმები. თავი IV. დიზაინზე განსაკუთრებული უფლებები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება