1. დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ:
ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით;
ბ) დიზაინის რეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს;
დ) დიზაინის რეგისტრაციისას განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;
ე) დიზაინის რეგისტრაციით ირღვევა მესამე პირის საავტორო უფლებები;
ვ) დიზაინში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო და მასზე უფლების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილია აკრძალოს განმასხვავებელუნარიანი სიმბოლოს ამგვარი გამოყენება;
ზ) დიზაინის რეგისტრაცია არაკეთილსინდისიერი განზრახვით განხორციელდა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად შეიძლება მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციით მინიჭებული/რეგისტრაციიდან გამომდინარე უფლებების გადაცემა. თუ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, მითითებულ იქნეს თანაგანმცხადებლად, მას შეუძლია მოითხოვოს დიზაინის თანამფლობელობა.
3. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დიზაინის რეგისტრაციის გაუქმების ან მისი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა დასაშვებია დიზაინის გამოქვეყნებიდან 3 წლის განმავლობაში. აღნიშნული ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი, რომელიც დიზაინის რეგისტრაციისას არ იყო უფლებამოსილი პირი, განაცხადის წარდგენის ან დიზაინზე უფლებების მიღების დროს არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.
5. მრავლობითი განაცხადის ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი შეიძლება შეეხებოდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვონ შემდეგმა პირებმა:
ა) „ა“, „ბ“, „გ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − დაინტერესებულმა პირმა;
ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ იმ პირმა, რომელიც არის უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად;
გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა;
დ) „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე − მხოლოდ განმასხვავებელუნარიან სიმბოლოზე უფლების მფლობელმა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის მფლობელის შეცვლის შემთხვევაში დიზაინის უფლებამოსილი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის მომენტიდან აღნიშნულ დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება გაუქმებულად მიიჩნევა.
8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოები გასწია, იგი უფლებამოსილია დიზაინის ახალი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში მისგან მოითხოვოს არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია. ეს ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სარჩელის აღძვრამდე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც დიზაინის ადრინდელი მფლობელი ან ლიცენზიატი ახორციელებდა საქმიანობას სარჩელის აღძვრამდე.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტი არ გამოიყენება, თუ დიზაინის არაუფლებამოსილი მფლობელი ან ლიცენზიატი დიზაინის გამოყენების დაწყებისას ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გაწევისას არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა.
10. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული.
11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 41 და 42 პუნქტებით დადგენილი წესით.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა 1. დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ: ა) დიზაინი წარმოდგენილია მხოლოდ იმ ნიშნებით, რომლებიც შეესაბამებაგათვალისწინებულია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველპირველი პუნქტს;პუნქტით; ბ) დიზაინიდიზაინის ეწინააღმდეგებარეგისტრაციისას არსებობდა ამ კანონის მე-10 მუხლს;მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი; გ) დიზაინი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4–მე-10მე-4−მე-10 პუნქტების მოთხოვნებს; დ) დიზაინის რეგისტრაციისას განმცხადებელი ან დიზაინის მფლობელი არ იყო უფლებამოსილი პირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად; ე) დიზაინიდიზაინის შეიცავსრეგისტრაციით „საავტოროირღვევა დამესამე მომიჯნავეპირის უფლებებისსაავტორო შესახებ“უფლებები; საქართველოსვ) კანონითდიზაინში დაცულგამოყენებულია ნაწარმოებს;განმასხვავებელუნარიანი ვ)სიმბოლო დიზაინიდა მთლიანადმასზე ანუფლების რომელიმემფლობელი, შემადგენელიშესაბამისი ელემენტითკანონმდებლობის ემთხვევათანახმად, საქართველოშიუფლებამოსილია რეგისტრირებულ,აკრძალოს უფროგანმასხვავებელუნარიანი ადრინდელისიმბოლოს პრიორიტეტისამგვარი მქონეგამოყენება; სასაქონლოზ) ნიშანს,დიზაინის გარდარეგისტრაცია იმარაკეთილსინდისიერი შემთხვევისა,განზრახვით როდესაცგანხორციელდა. დიზაინის2. რეგისტრაციას ითხოვს ამ სასაქონლომუხლის ნიშანზეპირველი განსაკუთრებულიპუნქტის უფლების„დ“ მფლობელი;ქვეპუნქტით ზ)გათვალისწინებულ დიზაინიშემთხვევაში მთლიანადდაინტერესებულმა ანპირმა რომელიმედიზაინის შემადგენელირეგისტრაციის ელემენტითბათილად ემთხვევაცნობის „სასაქონლონაცვლად ნიშნებისშეიძლება შესახებ“მოითხოვოს საქართველოსდიზაინის კანონისრეგისტრაციით მე-3მინიჭებული/რეგისტრაციიდან მუხლისგამომდინარე მე-4უფლებების პუნქტისგადაცემა. თანახმადთუ საყოველთაოდდაინტერესებულ ცნობილპირს ნიშნადუფლება აღიარებულაქვს, ნიშანს;მითითებულ თ)იქნეს დიზაინითანაგანმცხადებლად, მთლიანადმას ანშეუძლია რომელიმემოითხოვოს შემადგენელიდიზაინის ელემენტითთანამფლობელობა. ემთხვევა3. საერთაშორისოდიზაინის ანრეგისტრაციის მთავრობათაშორისიბათილად ორგანიზაციისცნობა ემბლემას,შეიძლება მისმოთხოვნილ სრულიქნეს ანდიზაინის შემოკლებულრეგისტრაციის სახელწოდებას,გაუქმების ოფიციალურან საკონტროლო,მისი საგარანტიო,რეგისტრაციის სასინჯოვადის დამღას,გასვლის ბეჭედს,შემდეგ, ორდენს,გარდა მედალს,ამ საქართველოსმუხლის ანმე-4 მისიპუნქტით ტერიტორიულიგათვალისწინებული ერთეულისშემთხვევისა. ისტორიულ4. დასახელებას,ამ გერბს,მუხლის დროშას,პირველი ემბლემას,პუნქტის ფულის„დ“ ნიშანსქვეპუნქტის ანსაფუძველზე ამდიზაინის ქვეპუნქტშირეგისტრაციის აღნიშნულიბათილად სიმბოლოსცნობის იმიტაციაა;მოთხოვნა ი)დასაშვებია დიზაინის რეგისტრაციაგამოქვეყნებიდან განხორციელდა3 არაკეთილსინდისიერიწლის განზრახვით.განმავლობაში. 2.აღნიშნული ამხანდაზმულობის მუხლისვადა პირველიარ პუნქტისვრცელდება „დ“იმ ქვეპუნქტითშემთხვევაზე, გათვალისწინებულროდესაც შემთხვევაშიპირი, დაინტერესებულმარომელიც პირმა დიზაინის რეგისტრაციისრეგისტრაციისას ბათილადარ ცნობისიყო ნაცვლადუფლებამოსილი შეიძლებაპირი, მოითხოვოსგანაცხადის დიზაინისწარდგენის რეგისტრაციიდანან გამომდინარედიზაინზე უფლებების გადაცემა.მიღების 3.დროს არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა. 5. მრავლობითი განაცხადის ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში საჩივარიდიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი შეიძლება შეეხებოდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს. 4.6. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოსმოითხოვონ ამშემდეგმა მუხლისპირებმა: პირველი პუნქტის: ა) „ა“, „ბ“, „გ“ ან „ი“„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე –− დაინტერესებულმა პირმა; ბ) „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე –− მხოლოდ იმ პირმა, რომელსაცრომელიც დიზაინზეარის უფლებაუფლებამოსილი აქვსპირი ამ კანონის მე-8 და მე-9 მუხლების თანახმად;შესაბამისად; გ) „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე –− მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელმა; დ) „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე –− მხოლოდ სასაქონლოგანმასხვავებელუნარიან ნიშნისსიმბოლოზე მფლობელმა;უფლების ე)მფლობელმა. „თ“7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე –დიზაინის მხოლოდმფლობელის შეცვლის შემთხვევაში დიზაინის უფლებამოსილი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის მომენტიდან აღნიშნულ დიზაინზე ყველა ადრე გაცემული ლიცენზია და სხვა უფლება გაუქმებულად მიიჩნევა. 8. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“„დ“ ქვეპუნქტშიქვეპუნქტის საფუძველზე დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელის აღძვრამდე დიზაინის მფლობელმა ან ლიცენზიატმა დაიწყო დიზაინის გამოყენება ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მნიშვნელოვანი და ეფექტიანი მოსამზადებელი სამუშაოები გასწია, იგი უფლებამოსილია დიზაინის ახალი მფლობელის შესახებ მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში მისგან მოითხოვოს არაექსკლუზიური კერძო ლიცენზია. ეს ლიცენზია უნდა გაიცეს იმ ვადით, რომელიც საჭიროა აღნიშნული სიმბოლოსსარჩელის გამოყენებითაღძვრამდე დაინტერესებულმაარსებული ფიზიკურმავალდებულებების შესასრულებლად, იმ უფლებამოსილების ფარგლებში, რომლითაც დიზაინის ადრინდელი მფლობელი ან იურიდიულმალიცენზიატი პირმაახორციელებდა საქმიანობას სარჩელის აღძვრამდე. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტი არ გამოიყენება, თუ დიზაინის არაუფლებამოსილი მფლობელი ან სათანადოლიცენზიატი კომპეტენტურმადიზაინის უწყებამ.გამოყენების 5.დაწყებისას ან მისი გამოყენების დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გაწევისას არაკეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდა. 10. დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შედეგად რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად მიიჩნევა დიზაინზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში სხვა თარიღი არ იქნება მითითებული. 11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაციის შენარჩუნება ამ კანონის მე-20 მუხლის 41 და 42 პუნქტებით დადგენილი წესით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია, რომ სადავო დიზაინი იყო საჯაროდ განთავსებული მოპასუხის მიერ რეგისტრაციამდე, შესაბამისად, „დიზაინის შესახებ“ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა დიზაინის რეგისტრაციის ბათილობა.
- საქმე №ას-183-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.07.2020
დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სადავო ნიშანზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლება უფრო ადრეა რეგისტრირებული, შესაბამისად, სახეზეა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, რამდენადაც „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დიზაინის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ დადგინდა, რომ დიზაინი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება