1. დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან.
2. პროდუქტი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა.
3. შედგენილი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისაგან, რომელთა შეცვლა შესაძლებელია პროდუქტის დაშლითა და ხელმეორედ აწყობით.
4. დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია.
5. დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის
თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი.
6. ამ კანონის მე-6 მუხლში აღნიშნული გარემოებების გარდა, დიზაინის სიახლის დადგენისას საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა აგრეთვე საქპატენტში წარდგენილი დიზაინი, რომელსაც აქვს ადრინდელი პრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება. ეს წესი ვრცელდება აგრეთვე საერთაშორისო ბიუროში რეგისტრირებულ იმ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება.
7. დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდება.
8. დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
9. დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი.
10. პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად, თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს და ხილული ნიშნები აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს.
11. ამ მუხლის მიზნებისათვის „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3. დიზაინი და მისი დაცვის კრიტერიუმები 1. დიზაინი არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. 2. პროდუქტი არის ნებისმიერი სამრეწველო ან ხელნაკეთი საგანი, მათ შორის, საფუთავი, გაფორმება, გრაფიკული სიმბოლო, ტიპოგრაფიული შრიფტი, შედგენილ პროდუქტში ჩასართავად განკუთვნილი შემადგენელი ნაწილი, კომპიუტერული პროგრამის გარდა. 3. შედგენილი პროდუქტი არის პროდუქტი, რომელიც შედგება მრავალი ნაწილისაგან, რომელთა შეცვლა შესაძლებელია პროდუქტის დაშლითა და ხელმეორედ აწყობით. 4. დიზაინი ექვემდებარება დაცვას, თუ მას აქვს სიახლე და ინდივიდუალურია. 5. დიზაინს აქვს სიახლე, თუ განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე არც ერთი მისი იდენტური დიზაინი არ გამხდარა საჯაროდ ხელმისაწვდომი. 6. დიზაინისამ სიახლისკანონის დადგენისასმე-6 საჯაროდმუხლში ხელმისაწვდომადაღნიშნული მიიჩნევაგარემოებების საქპატენტშიგარდა, შეტანილიდიზაინის ანსიახლის საერთაშორისოდადგენისას ბიუროსსაჯაროდ მიერხელმისაწვდომად საქართველოსმიიჩნევა ტერიტორიაზეაგრეთვე უფლებებისსაქპატენტში გავრცელებისწარდგენილი მოთხოვნითდიზაინი, რეგისტრირებულირომელსაც დიზაინი,აქვს თუადრინდელი იგიპრიორიტეტი, მაგრამ გამოქვეყნდა იმ დიზაინზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, რომლის სიახლეც დგინდება,დგინდება. მაგრამეს რომელზეწესი განაცხადსაცვრცელდება აქვსაგრეთვე უფროსაერთაშორისო ადრინდელიბიუროში პრიორიტეტი.რეგისტრირებულ იმ დიზაინზე, რომლისთვისაც მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელება. 7. დიზაინები იდენტურად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ მათი ნიშნები მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებით განსხვავდება. 8. დიზაინი ინდივიდუალურია, თუ საერთო შთაბეჭდილება, რომელსაც ის ახდენს ინფორმირებულ მომხმარებელზე, განსხვავდება საერთო შთაბეჭდილებისაგან, რომელსაც იმავე მომხმარებელზე ახდენს სხვა დიზაინი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 9. დიზაინის ინდივიდუალობის შეფასებისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხი. 10. პროდუქტში ჩართული ან მისთვის გამოყენებული დიზაინი, რომელიც შედგენილი პროდუქტის ნაწილია, მიიჩნევა ახლად და ინდივიდუალურად, თუ იგი შედგენილ პროდუქტში ხილულია მისი ჩვეულებრივი გამოყენების დროს და ხილული ნიშნები აკმაყოფილებს სიახლისა და ინდივიდუალობის კრიტერიუმებს. 11. ამ მუხლის მიზნებისათვის „ჩვეულებრივი გამოყენება“ ნიშნავს საბოლოო მომხმარებლის მიერ გამოყენებას, გარდა ტექნიკური მომსახურებისა, მიმდინარე და აღდგენითი სარემონტო სამუშაოებისა. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
„დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია ს–ში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა აღნიშნული განაცხადის შეტანამდე ან პრიორიტეტის თარიღამდე;
- საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
…დიზაინზე უფლებების დარღვევა დატოვა; 14.2. სასამართლოს მხრიდან სააპელაციო მოთხოვნის ფარგლების გაცდენას ადასტურებს გადაწყვეტილების 4.1 პუნქტი, სადაც სააპელაციო სასამართლოს გამოყენებული აქვს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 და 26-ე მუხლები, თუმცა დავა არსებობდა არა დიზაინის, არამედ სასაქონლო ნიშნებს შორის მსგავსების არსებობაზე და უფლებების დარღვევაზე, შესაბამისად, დიზაინის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენება უსაფუძვლო და არასწორია;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება