1. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი გამოქვეყნებული, გამოფენილი ან სავაჭრო მიმოქცევაში ჩართული იყო ან სხვაგვარად გახდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების მიუხედავად, დიზაინი გასაჯაროებულად არ მიიჩნევა, თუ:
ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებით დიზაინი არ იქნებოდა ხელმისაწვდომი იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამის სფეროში ახორციელებენ საქმიანობას;
ბ) დიზაინის შესახებ ინფორმაცია პირდაპირ ან ირიბად გახდა ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის კონფიდენციალურობის დაცვის პირობით.
3. დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება დიზაინის გასაჯაროებად არ მიიჩნევა, თუ ეს ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში:
ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით;
ბ) მესამე პირის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, თუ მესამე პირისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების ანდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ მესამე პირის მიმართ განხორციელებული სხვა ისეთი ქმედების შედეგად, რომლითაც მან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია;
გ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. დიზაინზედიზაინის ინფორმაციისგასაჯაროება გახსნა 1. დიზაინი საჯაროდ ხელმისაწვდომად მიიჩნევა, თუ იგი იყო გამოქვეყნებული, გამოფენილი,გამოფენილი ჩართულიან სავაჭრო მიმოქცევაში ანჩართული სხვაიყო გზითან სხვაგვარად გახდა საჯაროდსაზოგადოებისთვის ცნობილიხელმისაწვდომი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე. 2. დიზაინიამ საჯაროდმუხლის ხელმისაწვდომადპირველ არპუნქტში მიიჩნევა,აღნიშნული მიუხედავადგარემოების ამმიუხედავად, მუხლისდიზაინი პირველგასაჯაროებულად პუნქტშიარ აღნიშნულისა,მიიჩნევა, თუ: ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებებიქმედებით დიზაინი არ იყოიქნებოდა იმგვარი,ხელმისაწვდომი რომიმ ჩვეულებრივიპირებისთვის, წესით გამხდარიყო საჯაროდ ცნობილი პირებისათვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე მოცემულშესაბამის სფეროში საქმიანობენ;ახორციელებენ საქმიანობას; ბ) დიზაინზედიზაინის შესახებ ინფორმაცია მესამე პირისათვის გახსნილია პირდაპირ ან ირიბად კონფიდენციალობისგახდა ხელმისაწვდომი მესამე პირისთვის კონფიდენციალურობის დაცვის პირობით. 3. დიზაინზედიზაინის შესახებ ინფორმაციის გახსნაგამჟღავნება დიზაინის გასაჯაროებად არ გაითვალისწინება,მიიჩნევა, თუ იგიეს საჯაროდინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე 12 თვის ვადაში: ა) დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ დიზაინზედიზაინის შესახებ ინფორმაციის გახსნისგამჟღავნებით; გზით; ბ) მესამე პირის მიერ დიზაინის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებით, თუ მესამე პირისთვის ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდების ანდა დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ მესამე პირის მიმართ განხორციელებული სხვა ისეთი ქმედების შედეგად, რომლითაც მან მიიღო აღნიშნული ინფორმაცია; გ) მესამე პირის მიერ დიზაინერის ან მისი უფლებამონაცვლის მიმართ განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების შედეგად. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
შესაბამისად, ასეთი სახით მისი გამოყენება აკმაყოფილებს „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოწესრიგებას, რომლის თანახმად, დიზაინის საჯარო ხელმისაწვდომობა გულისხმობს ობიექტის გამოქვეყნებას, გამოფენას, სავაჭრო მიმოქცევაში ჩართვას ან სხვა გზით საჯარო ცნობადობას განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება