1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში.
2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში.
3. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.
4. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს უფლება აქვს, ცალკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს.
5. განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. პრიორიტეტი 1. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საკონვენციო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში ამ დიზაინზე პირველი განაცხადის შეტანის თარიღიდან 6 თვის ვადაში. 2. განმცხადებელი, რომელსაც სურს ისარგებლოს საგამოფენო პრიორიტეტით, ვალდებულია განაცხადი საქპატენტში წარადგინოს პარიზის კონვენციის ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში მოწყობილმოწყობილ, „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით ოფიციალურ ან ოფიციალურად მიჩნეულ საერთაშორისო გამოფენაზე დიზაინის ექსპონირების თარიღიდან 6 თვის ვადაში. 3. საკონვენციო და საგამოფენო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს. 4. ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმცხადებელს უფლება აქვს, ცალკეული დიზაინისათვის მოითხოვოს ის პრიორიტეტი, რომელიც მას აქვს. 5. განაცხადს პრიორიტეტი არ დაუდგინდება იმ განაცხადის შეტანის თარიღით, რომლისთვისაც უკვე იყო მოთხოვნილი ადრინდელი პრიორიტეტი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება