1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს:
ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები;
ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს;
გ) განაცხადის განხილვის შეჩერება;
დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება;
ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2010).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (02.07.2010 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა 1. განაცხადზე საქმის წარმოებისას განმცხადებელს უფლება აქვს, დადგენილი წესით მოითხოვოს: ა) წარდგენილ საგანაცხადო მასალაში ცვლილების ან/და შესწორების შეტანა, თუ ამ ქმედებით არ იცვლება დიზაინის დაცვის ფარგლები; ბ) დიზაინის გამოქვეყნების გადადება არა უმეტეს 30 თვით განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღიდან. მრავლობითი განაცხადის შემთხვევაში გამოქვეყნების გადადების მოთხოვნა შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ როგორც ყველა, ისე ცალკეულ დიზაინს; გ) განაცხადის განხილვის შეჩერება; დ) საქპატენტის მოთხოვნაზე პასუხის გაცემისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება; ე) ვადის დარღვევის გამო განაცხადთან დაკავშირებული დაკარგული უფლებების აღდგენა. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ქმედებების განხორციელების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010წ.,14.07.2010 მუხ.220წ., მუხ.2
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება