1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი).
2. განმცხადებელს უფლება აქვს:
ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი);
ბ) დაყოს წარდგენილი განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადები).
3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 12. მრავლობითი განაცხადი, განაცხადების გაერთიანება და დაყოფა 1. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს ერთ ან რამდენიმე დიზაინს, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (მრავლობითი განაცხადი). 2. განმცხადებელს უფლება აქვს: ა) გააერთიანოს განაცხადები და წარადგინოს გაერთიანებული განაცხადი, თუ მასში შემავალი დიზაინები მიეკუთვნება დიზაინების საერთაშორისო კლასიფიკაციის ერთ კლასს (გაერთიანებული განაცხადი); ბ) დაყოს წარდგენილი საპატენტო განაცხადი ცალკეულ განაცხადებად (გამოცალკევებული განაცხადი).განაცხადები). 3. თითოეული დიზაინი, რომელსაც შეიცავს მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადი, სხვებისაგან დამოუკიდებლად განიხილება და დამოუკიდებელი დაცვის საგანია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება