დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ:
ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე;
გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც გამოქვეყნდა შესაბამისი განაცხადის წარდგენის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე;
დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან აღიარებულ მორალურ პრინციპებს;
ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე არ ექვემდებარება რეგისტრაციას, ამასთანავე, არ არსებობს საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების სათანადო ნებართვა;
ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, ემბლემას ან ნიშანს ანდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს გერბს, დროშას ან ემბლემას, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის 6ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი, ამასთანავე, არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და საქართველოს ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;
ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც ადგილობრივი რეგისტრაციის, ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 10. დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს; ბ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით და საჯაროდგამოქვეყნდა ხელმისაწვდომიშესაბამისი გახდა აღნიშნული განაცხადის შეტანამდეწარდგენის ან პრიორიტეტის თარიღამდე; გ) იგი იდენტურია ადრინდელი დიზაინისა, რომელიც საჯაროდგამოქვეყნდა ხელმისაწვდომიშესაბამისი გახდა განაცხადის შეტანისწარდგენის ან პრიორიტეტის თარიღის შემდეგ, მაგრამ წარდგენილია საქპატენტში ან რეგისტრირებულია საერთაშორისო ბიუროში საქართველოს ტერიტორიაზე დაცვის გავრცელების მოთხოვნით ზემოაღნიშნულ თარიღამდე; დ) მისი რეგისტრაცია ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს;წესრიგს ან აღიარებულ მორალურ პრინციპებს; ე) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოსისეთ ანსიმბოლოს, მისირომელიც ტერიტორიულიპარიზის ერთეულისკონვენციის ანდა6ter უცხომუხლის ქვეყნისსაფუძველზე სახელმწიფოარ გერბს,ექვემდებარება დროშას,რეგისტრაციას, ფულისამასთანავე, ნიშანს,არ მისარსებობს სრულსაქართველოს ანან/და შემოკლებულსაზღვარგარეთის სახელწოდებას,შესაბამისი ამასთანავე, არ არსებობს კომპეტენტური უწყების თანხმობასათანადო მისინებართვა; გამოყენების თაობაზე; ვ) იგი მთლიანად ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საერთაშორისო ორგანიზაციის გერბს, დროშას, მისემბლემას სრულან ნიშანს ანდა საქართველოს სახელმწიფო ორგანოს ან შემოკლებულმუნიციპალიტეტის სახელწოდებას,ორგანოს ესგერბს, გარემოებადროშას ცხადიაან ექსპერტისათვის,ემბლემას, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის 6ter მუხლით, მაგრამ მის მიმართ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი, ამასთანავე, არ არსებობს ამ ორგანიზაციისნიშნის თანხმობამფლობელის მისიან/და გამოყენებისსაქართველოს თაობაზე;ან/და საზღვარგარეთის შესაბამისი კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე; ზ) დიზაინად ან მის შემადგენელ ელემენტად გამოსახულია საქონლის ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელსაც ადგილობრივი რეგისტრაციის, ორმხრივი ან საერთაშორისო ხელშეკრულებებისხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს დაცვა საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3279 - სსმ I, №37. 14.07.2010 წ., მუხ.220 თავი II. განაცხადის წარდგენა, ექსპერტიზა და რეგისტრაცია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. 22. „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, დიზაინი არ რეგისტრირდება, თუ: ა) იგი არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება