1. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება.
2. სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.
3. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლები მოიცავს ნებისმიერ დიზაინს, რომელიც ინფორმირებულ მომხმარებელზე არ ახდენს განსხვავებულ საერთო შთაბეჭდილებას.
4. დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი შექმნისას დიზაინერის თავისუფლების ხარისხ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-1450-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2025
…არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს თვით პროდუქტის ნიშნებისაგან, მათ შორის, ხაზებისაგან, კონტურებისაგან, ფერებისაგან, ფორმისაგან, ტექსტურისაგან ან/და მასალისაგან, ან პროდუქტის მორთვისაგან. ამავე კანონის 4.1 მუხლის თანახმად კი, დიზაინის სამართლებრივი დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება. ხოლო მე-2 პუნქტის მიხედვით, სამართლებრივი დაცვა არ ვრცელდება დიზაინში ჩართულ სიტყვაზე ან სიტყვათა წყობაზე.
- საქმე №ას-329-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
რაც შეეხება დიზაინის ნაწილის სახით სიტყვიერი ჩანართის,,-----“ რეგისტრაცია უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა თუ არა პირველ მოსარჩელეს სიტყვა „------“ შინაარსით სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უფლების მოსაპოვებლად, ამ საკითხზე საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მსჯელობას და თავადაც აღნიშნავს, რომ „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, დიზაინის დაცვის ფარგლებს განსაზღვრავს მისი გამოსახულება, ხოლო დიზაინში ჩართული სიტყვიერი ნაწილი სამართლებრივ დაცვას არ ექვემდებარება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება