1. საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას; აწესრიგებს დიზაინის შექმნასთან, რეგისტრაციასთან, გამოყენებასთან, სამართლებრივ დაცვასთან და აქედან გამომდინარე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება დიზაინზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ მიერ სამრეწველო საკუთრების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) ან რომელზედაც ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია.
3. დიზაინი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საქპატენტში ან რომელზედაც არ ვრცელდება საერთაშორისო რეგისტრაცია, დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2010).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36323-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18,
- საქმე №340210117001914195 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.02.2019
…კანონი;,,დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონი. 6. სამართლებრივი შეფასება: 6.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაცულია. ,,დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ეს კანონი აღიარებს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის – დიზაინის – საკუთრების უფლების ხელშეუვალობას;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება