სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:
ა) იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;
ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;
გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;
დ) საქართველოში რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დიზაინის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ამ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი ითხოვს. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული დიზაინის (დიზაინების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე;
ე) არის სასაქონლო ნიშანი, რომლის მიმართაც არსებობს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი;
ვ) შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა;
ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4556 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1636 - ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3054 - ვებგვერდი, 11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №387 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3494 – ვებგვერდი, 10.10.2023წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3874 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.
საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №108 - ვებგვერდი, 28.12.2024
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(45)
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი…
- საქმე №ას-1450-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2025
იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დიზაინის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი…
- საქმე №ბს-680(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.06.2024
შესაბამისად, ვინაიდან „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა (ნიშნების მსგავსება) სახეზე არ არის, არ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძველი.
- საქმე №ას-139-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე აღძრული მოთხოვნა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სპეციალური კანონი) მე-5 მუხლის „ა“ (სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი…
- საქმე №ას-1502-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ საქპატენტის სააპელაციო პალატის 2020 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის,,ზ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შეფასდა მოდავე მხარეთა სასაქონლო ნიშნების მსგავსება და დადგინდა, რომ ნიშნები განსხვავებულია ვიზუალური…
- საქმე №ას-11-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-37-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-329-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2022
- საქმე №ბს-1256(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.01.2021
- საქმე №ას-580-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
- საქმე №ბს-1162-1156(კ-17) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 13.09.2018
- საქმე №ბს-502-502(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-1224-1144-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.04.2018
- საქმე №2კ-147აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №ას-472-453-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.08.2016
- საქმე №ბს-617-604(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2015
- საქმე №ბს-854-836(კ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.10.2013
- საქმე №ას-791-740-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2011
- საქმე №330210017001771864 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 12.02.2020
- საქმე №330210017002004153 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 02.12.2019
- საქმე №330210016001368410 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 29.11.2019
- საქმე №330100118002463187 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 09.09.2019
- საქმე №180310015001089720 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.06.2019
- საქმე №010332115700003192 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
- საქმე №180310016001392818 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.01.2018
- საქმე №180310019002810762 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 19.12.2019
- საქმე №180310018002359410 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 27.11.2019
- საქმე №190210119002929127 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 08.08.2019
- საქმე №340210017001795026 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 17.06.2019
- საქმე №330210017002004153 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.05.2019
- საქმე №330210017002131398 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 24.04.2019
- საქმე №330100118002463187 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 19.04.2019
- საქმე №330210014512086 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.02.2019
- საქმე №180310017002064807 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 06.02.2019
- საქმე №340210117001914195 · გურჯაანის რაიონული სასამართლო · 04.02.2019
- საქმე №330210017001771864 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 07.12.2018
- საქმე №330210018002599088 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 05.12.2018
- საქმე №180310017001952180 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №180310017001772923 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 18.09.2018
- საქმე №180310016001638906 · მცხეთის რაიონული სასამართლო · 24.07.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 45-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება