კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი“ (შემდგომში – საქპატენტი) – საქართველოს საპატენტო კანონით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;
ბ) პარიზის კონვენცია – 1883 წლის 20 მარტს ხელმოწერილი სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, შესწორებულია 1979 წლის 28 სექტემბერს);
გ) მადრიდის შეთანხმების ოქმი – „1989 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმების ოქმი;“
დ) საერთაშორისო კლასიფიკატორი – 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში 1977 წლის 13 მაისს);
დ1) „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ კონვენცია – „საერთაშორისო გამოფენების შესახებ“ 1928 წლის 22 ნოემბრის პარიზის კონვენცია (გადასინჯულია 1972 წლის 30 ნოემბერს);
ე) მოწმობა – ამ კანონის შესაბამისად სასაქონლო ნიშნის მფლობელის სახელზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მის განსაკუთრებულ უფლებებს;
ვ) განაცხადი – მოწმობის გასაცემად აუცილებელი საბუთების ერთობლიობა, რომელიც ფორმდება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ზ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს მოწმობას;
თ) პრიორიტეტი – უპირატესობა, რომლითაც სარგებლობს განაცხადი მასზე გვიან შეტანილ განაცხადთან შედარებით;
ი) საკონვენციო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
კ) საგამოფენო პრიორიტეტი – პარიზის კონვენციის მე-11 მუხლის თანახმად დადგენილი პრიორიტეტი;
ლ) (ამოღებულია);
მ) სააპელაციო პალატა – „საქპატენტთან“ არსებული სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავის განმხილველი ორგანო;
ნ) გაერთიანება – მეწარმეთა ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც შექმნილია საქართველოს ან მისი წარმოშობის ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ო) სასაქონლო ნიშნის დაუცველი ნაწილი – სასაქონლო ნიშნის ნაწილი, რომელზედაც არ ვრცელდება მფლობელის განსაკუთრებული უფლებები;
პ) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონელი – საქონელი, რომელიც შეიცავს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს რეგისტრირებული მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან/და ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2010 წლის 28 ივნისის კანონი №3159 - სსმ I, №35, 12.07.2010 წ., მუხ.206
საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის
კანონი
№1922
- ვებგვერდი, 11.01.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(11)
- საქმე №ას-22-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…საქართველოს კანონი მე-10, მე-16, მე-17, მე-18, 35-ე, 42-ე მუხლებით, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით, „ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ “ შეთანხმების 1. 2-ე, მე-15 მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4 მუხლებით და არ გაიზიარა აპელანტის (მოპასუხის) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე კომპანიასა და შპს „ფ.გ–სს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ხელმოწერით მას გადაეცა სადავო სასაქონლო ნიშანი.
- საქმე №ას-687-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
…კომპანიას კანონით დადგენილი წესით აქვს რეგისტრირებული. 51. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების მოცულობა სასაქონლო ნიშანზე. მისი მტკიცებით, მას იგივე სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებული აქვს 35-ე კლასისათვის. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთაშორისო კლასიფიკატორი არის 1957 წლის 15 ივნისს ნიცის შეთანხმებით მიღებული და ხელმოწერილი საქონლისა და მომსახურების საერთაშორისო კლასიფიკატორი (გადასინჯულია სტოკჰოლმში 1967 წლის 14 ივლისს, ჟენევაში - 1977 წლის 13 მაისს);
- საქმე №ას-1513-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2023
…არის რეგისტრირებული ან არსებითად არ განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ უფლებებს, განეკუთვნება კონტრაფაქციულ პროდუქციას. ამავე კანონის მე-2 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქონლის განადგურება განმარტებულია, როგორც ფიზიკური განადგურება, გადამუშავება ან განკარგვა იმგვარად, რომ არ მოხდეს საქონლის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება;
- საქმე №ას-800-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
…რომ ის მომზადებულია 2019 წლის 27 ივნისს, სასამართლომ მართებულად დაადგინა, რომ თბილისში,...... ქუჩაზე მდებარე რესტორნის შემთხვევაში, სადავო სასაქონლო ნიშნის გამოყენების ბოლო თარიღად უნდა განსაზღვრულიყო 2019 წლის 26 ივნისი; 4.10. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მე-2 მუხლის,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საერთაშორისო კლასიფიკატორი არის 1957 წლის 15…
- საქმე №ას-580-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.10.2020
…არ დააკვირდება მათ განმასხვავებელ, ინდივიდუალურ ნიშანს. ამგვარი მიდგომა კი, ეწინააღმდეგება სპეციალური კანონის მიზანს, რომელიც აწესრიგებს სასაქონლო ნიშნების დაცვასთან, აგრეთვე, მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. ამავე კანონის მე-2 მუხლის „პ“ ქვეპუნქტით განმარტებულია, თუ რა წარმოადგენს განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებულ საქონელს და ასეთად მიიჩნევა საქონელი, რომელიც…
- საქმე №ას-936-901-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2019
- საქმე №ას-718-686-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2016
- საქმე №ბს-486-482(გ-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 28.09.2011
- საქმე №3გ/ად-47-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.08.2001
- საქმე №330210114575373 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 16.01.2019
- საქმე №010332115700003192 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება