თუ სასაქონლო ნიშნის რეპროდუქცია ლექსიკონში, ენციკლოპედიაში ან სხვა საცნობარო ლიტერატურაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გვარეობით ცნებას იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც იგი რეგისტრირებულია ან მოითხოვება მისი რეგისტრაცია, გამომცემელი, აღნიშნული ნიშნის მფლობელის მოთხოვნით, ვალდებულია ამ საცნობარო ლიტერატურის მომდევნო გამოცემებში აღნიშნოს, რომ გამოქვეყნებული სიმბოლო რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს.
მუხლი 8. სასაქონლო ნიშნის გამოქვეყნება საცნობარო ლიტერატურაში
თავი I — ზოგადი დებულებანი
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-718-686-2016
განსახილველ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს „ინტელექტუალურ საუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლით, რადგან მოპასუხის მიერ შესყიდული საქონელი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ შეჩერებულია საქონლის გაფორმების პროცედურები.
- საქმე №ას-568-536-2012
სასამართლოს მოსაზრებით,,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ავალდებულებს გამომცემელს, არ დაარღვიოს ნიშნის მფლობელის უფლებები და თუ გამოცემაში ნიშანი შეიტანა ისე, რომ არ მიუთითა მისი რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნული ამ უკანასკნელის თხოვნით უნდა გამოასწოროს.
- საქმე №ას-436-412-2011
სასამართლოს მოსაზრებით,,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ავალდებულებს გამომცემელს, არ დაარღვიოს ნიშნის მფლობელის უფლებები და თუ გამოცემაში ნიშანი შეიტანა ისე, რომ არ მიუთითა მისი რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნული ამ უკანასკნელის თხოვნით უნდა გამოასწოროს.
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 26. საცნობარო მასალის ენა
- მუხლი 63. 1. სამოქალაქო, სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებში თავსდება საცნობარო ფურცელი, რომელზეც აღინიშნება საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი საქმის ფურცლების მითითებით. ასევე კეთდება ხელმოწერები სას
- მუხლი 16. ადგილობრივი სატელეფონო ქსელის აბონენტთა ტელეფონის ნომრების შესახებ მომხმარებელთა ინფორმირებისათვის მეურნე სუბიექტები ქმნიან საცნობარო-საინფორმაციო სამსახურს
- მუხლი 15. საცნობი ნიშნის გაცემა
- მუხლი 5. დამტკიცდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ადაპტირებული სატრანსპორტო საშუალების პარკირების ადგილისთვის განსაზღვრული საცნობი ნიშნის ფორმა დანართ №5-ის შესაბამისად
- მუხლი 19. ცნობად იქნეს მიღებული, რომ ქალაქ ქუთაისის 2015 წლის კულტურის ღონისძიებების (პროგრამული კოდი 05 02 12) „კულტურული ინიციატივებისა“ და „თანამედროვე ლიტერატურის განვითარებისა და პოპულარიზაციის“ პუნქტებით
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
- მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი
- მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები
- მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები
- მუხლი 6. განსაკუთრებული უფლება
- მუხლი 7. განსაკუთრებული უფლების ფარგლები
- მუხლი 9. განაცხადი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე
- მუხლი 11. პრიორიტეტი
- მუხლი 11¹. საქონლის მითითება და კლასიფიკაცია
- მუხლი 12. სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ექსპერტიზა
- მუხლი 13. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“, მუხლი 8. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/11482/muxli-8/