1. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არ აქვს უფლება, აუკრძალოს მესამე პირს, სამოქალაქო ბრუნვაში სასაქონლო ნიშნად გამოიყენოს:
ა) საკუთარი სახელი ან/და მისამართი, თუ მესამე პირი ფიზიკური პირია;
ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია ან არის საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი;
გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირებისთვის ან საქონელზე მითითებისთვის, კერძოდ, საქონლის დანიშნულების მისათითებლად, მათ შორის, თუკი ამ სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონელი გამოიყენება, როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი.
2. სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე პირს ამ დაცული სასაქონლო ნიშნის გამოყენება ისეთ საქონელზე, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილი იქნა უშუალოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. ეს წესი არ მოქმედებს, თუ საქონლის თვისებები შეიცვალა, ხარისხი გაუარესდა ან არსებობს ამ აკრძალვისათვის სხვა მნიშვნელოვანი საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირი სასაქონლო ნიშანს სამეწარმეო საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის დაცვით იყენებს.
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.02.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 21.02.2024 კანონი №4048
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(14)
- საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
კასატორი უთითებს, "სასაქონლო ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ნორმა სრულად უგულებელყო და "პროფ.
- საქმე №ას-1637-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
…საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული არ არის დაცული სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული ისეთი პროდუქციის იმპორტი, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში შეტანილია ამ ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ან მისი ნებართვის საფუძველზე. 19. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს მესამე…
- საქმე №ას-1296-1316-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2011
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა პარიზის კონვენციის მე-6ბის მუხლი, ამასთან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა - «სასაქონლო ნიშნების შესახებ» კანონის მე-7 მუხლი. აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება საყოველთაოდ ცნობილი ნიშნის მფლობელზე.
- საქმე №ას-471-445-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.09.2011
…ან სხვა თვისებების მიხედვით. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კოლექტიური სასაქონლო ნიშანი ისევეა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი, როგორც ნებისმიერი სხვა სასაქონლო ნიშანი, შესაბამისად, ანალოგიურია მისი დაცვის ფარგლებიც. “სასაქონლო ნიშნების შესახებ” კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირს არა აქვს უფლება აუკრძალოს…
- საქმე №3კ/589 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2000
მან თავისი მოტივაციის საფუძვლად მიუთითა “სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. მოპასუხე მიუთითებდა, რომ 1998 წლის მაისში კავშირი “ს-ოს” ხელმძღვანელი ზ.
- საქმე №330210115001201590 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 03.12.2019
- საქმე №010210117002069588 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.03.2019
- საქმე №330210015740998 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.07.2018
- საქმე №190210119002929127 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 08.08.2019
- საქმე №150210019002890800 · ახალქალაქის რაიონული სასამართლო · 17.05.2019
- საქმე №120210018002581394 · ახალციხის რაიონული სასამართლო · 25.01.2019
- საქმე №330210017002070274 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 18.01.2019
- საქმე №330210012127610 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 13.11.2018
- საქმე №330210018002540086 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.11.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება