1. რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
2. განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის:
ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
დ) იდენტურია ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად საქონლის იდენტურობისა ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სხვა შესაძლო აკრძალვათა გარდა, იკრძალება:
ა) სასაქონლო ნიშნის დატანა საქონელზე ან მის შეფუთვაზე;
ბ) ისეთი საქონლის შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა ან საწყობში ამ მიზნით შენახვა, იმპორტი ან ექსპორტი, რომელიც ნიშანდებულია ამ ნიშნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება ხორციელდება სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ ნიშანდებული საქონლით;
გ) სასაქონლო ნიშნის გამოყენებით მომსახურების შეთავაზება ან გაწევა;
დ) სასაქონლო ნიშნის გამოყენება რეკლამისათვის ან საქმიან ქაღალდებზე;
ე) სასაქონლო ნიშნის საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად გამოყენება.
4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:
ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონლის შეფუთვაზე, ეტიკეტზე, იარლიყზე ან ნებისმიერ სხვა საშუალებაზე, რომელზედაც შესაძლებელია სასაქონლო ნიშნის დატანა;
ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის, შეფუთვის, ეტიკეტის, იარლიყის ან ნებისმიერი სხვა საშუალების, რომელზედაც დატანილია ეს სასაქონლო ნიშანი, გასაყიდად შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, გასაღება, გასაღებისთვის მომზადება, დასაწყობება, იმპორტი ან ექსპორტი.
საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №1, 04.01.2006 წ., მუხ.3
საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4048 – ვებგვერდი, 07.03.2024
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(79)
- საქმე №ას-1315-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.06.2026
…საწარმოს საქონელს ან/და მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომ - საქონელი). ამავე მუხლის მესამე პუნქტით, სასაქონლო ნიშანი დაცულია „ს–ში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 18. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
- საქმე №ას-75-2026 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.04.2026
რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან ( „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი). სასაქონლო ნიშნის მფლობელი რეგისტრაციით იძენს განსაკუთრებულ უფლებას, გამოიყენოს სასაქონლო ნიშანი დაცული პროდუქტების/მომსახურებისათვის.
- საქმე №ას-1269-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2026
…პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშანი დაცულია ს–ში მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე; რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება კი წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. 26. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური;
- საქმე №ას-251-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.12.2025
ეს ქმედება წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევას, კერძოდ, სასაქონლო ნიშნის მფლობელს…
- საქმე №ას-1394-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.12.2025
…ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. 16. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 6.1 მუხლის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან.
- საქმე №ას-517-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2025
- საქმე №ას-1125-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.12.2024
- საქმე №ას-687-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.05.2024
- საქმე №ას-183-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.04.2024
- საქმე №ას-1844-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ას-245-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
- საქმე №ას-1502-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.03.2024
- საქმე №ას-401-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.11.2023
- საქმე №ას-311-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2023
- საქმე №ას-156-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2023
- საქმე №ას-962-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
- საქმე №ას-1513-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2023
- საქმე №ას-1434-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.03.2023
- საქმე №ას-11-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.11.2022
- საქმე №ას-1637-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.10.2022
- საქმე №ას-787-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2022
- საქმე №ას-37-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.05.2022
- საქმე №ას-382-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.11.2021
- საქმე №ას-1709-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.11.2021
- საქმე №ას-800-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №ას-100-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.05.2021
- საქმე №ას-1330-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2020
- საქმე №ას-772-772-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.07.2020
- საქმე №ას-936-901-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.01.2019
- საქმე №ბს-502-502(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.07.2018
- საქმე №ას-401-384-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.02.2018
- საქმე №ას-825-772-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.09.2017
- საქმე №2კ-147აპ.-17 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2017
- საქმე №ას-58-54-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2017
- საქმე №ას-718-686-2016 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2016
- საქმე №ას-855-819-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.06.2016
- საქმე №ას-970-919-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.03.2016
- საქმე №ას-1285-1223-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.12.2015
- საქმე №ბს-617-604(კ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.06.2015
- საქმე №ას-1329-1349-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2012
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 79-დან.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სასაქონლო ნიშნების შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება