1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში.
2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში, თუ დაირღვა ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები.
3. ამ კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს, დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სააპელაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ არსებობს იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საფუძველი.
4. მრავლობითი ან გაერთიანებული განაცხადის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეეხებოდეს მასში შემავალ ერთ ან რამდენიმე დიზაინს.
41. ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლის არსებობისას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი.
42. დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს:
ა) განმცხადებლის განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაცვის დიზაინის ნაწილზე გავრცელებაზე უარს აცხადებს;
ბ) რეესტრის მონაცემებში ან განაცხადში სასამართლოს, სააპელაციო პალატის ან დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის იმ გადაწყვეტილების შეტანით, რომლითაც დიზაინის რეგისტრაცია ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი.
5. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში.
6. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს იხილავს დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში.
7. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1029 – ვებგვერდი, 17.11.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 11.11.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 11.11.2025 კანონი №1029
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (23.12.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები 1. განმცხადებელს უფლება აქვს, საქპატენტის გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების ან განაცხადზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ასევე არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში. 2. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება დიზაინის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გაასაჩივროს სააპელაციო პალატაში, თუ დაირღვა ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები. 3. დაინტერესებულამ მხარესკანონის უფლება29-ე აქვს,მუხლის სააპელაციომე-6 პალატაშიპუნქტით შეიტანოსგათვალისწინებულ სააპელაციოპირს საჩივარიუფლება დააქვს, მოითხოვოს დიზაინის რეგისტრაციის შესახებ არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილებისგადაწყვეტილება გაუქმება,სააპელაციო თუ:პალატაში ა)გაასაჩივროს, დიზაინითუ არარსებობს აკმაყოფილებსიმავე ამმუხლის კანონისპირველი მე-3პუნქტით მუხლისგანსაზღვრული მე-4–მე-10საფუძველი. პუნქტების4. მოთხოვნებს,მრავლობითი გარდაან ამგაერთიანებული კანონისგანაცხადის მე-17შემთხვევაში მუხლისსააპელაციო მე-2საჩივარი პუნქტითშეიძლება გათვალისწინებულიშეეხებოდეს შემთხვევებისა;მასში ბ)შემავალ არსებობსერთ ან რამდენიმე დიზაინს. 41. ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ე“ ან „ვ“ „ზ“ქვეპუნქტით დაგანსაზღვრული „თ“საფუძვლის ქვეპუნქტებითარსებობისას გათვალისწინებულიდიზაინის საფუძვლები.რეგისტრაციის 4.შესახებ მრავლობითიარსობრივი ანექსპერტიზის გაერთიანებულიგადაწყვეტილების განაცხადისბათილად ცნობის შემთხვევაში სააპელაციოშესაძლებელია საჩივარიგანხორციელდეს დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია, თუ შეცვლილი დიზაინი აკმაყოფილებს დაცვისუნარიანობის კრიტერიუმებს და შენარჩუნებულია თავდაპირველი დიზაინის არსი. 42. დიზაინის შეცვლილი ფორმით რეგისტრაცია შეიძლება შეეხებოდესგანხორციელდეს: მასშია) შემავალგანმცხადებლის ერთგანცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაცვის დიზაინის ნაწილზე გავრცელებაზე უარს აცხადებს; ბ) რეესტრის მონაცემებში ან რამდენიმეგანაცხადში დიზაინს.სასამართლოს, სააპელაციო პალატის ან დიზაინის ხელახალი ექსპერტიზის იმ გადაწყვეტილების შეტანით, რომლითაც დიზაინის რეგისტრაცია ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი. 5. სააპელაციო პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანა დასაშვებია შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან/ჩაბარებიდან 3 თვის ვადაში. 6. სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივარს იხილავს დადგენილი წესით სააპელაციო საჩივრის შეტანის დღიდან 3 თვის ვადაში. 7. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შესაძლებელია კანონით დადგენილ ვადაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დიზაინის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 27, 24/05/2010.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება