1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.
2. სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია.
3. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 25.05.2012-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 62. სახელის ან/და გვარის შეცვლის უფლება 1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი. [1. საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში (გარდა ამ კანონის 85-ე მუხლის შესაბამისად განხორციელებული დაბადების რეგისტრაციისა), უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი. (ამოქმედდეს 2012 წლის 26 ივნისიდან)] 2. სახელის ან/და გვარის შეცვლისათვის სავალდებულოა სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია. 3. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ თავით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ა-4985-შ-135-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.01.2023
კერძოდ, აღნიშნული კანონის 62-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში, უფლება აქვთ, შეიცვალონ სახელი ან/და გვარი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება