1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.
2. სხვა მტკიცებულებებთან ერთად ისტორიული გვარის აღდგენას საფუძვლად აგრეთვე შეიძლება დაედოს დასაბუთებული მეცნიერული ვარაუდი, რომლითაც დასტურდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარემოებების არსებობა.
3. ისტორიული გვარის აღდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანები
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-413(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.12.2021
კასატორები მიუთითებენ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად;
- საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
კ-ოვმა და, “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა მ. ო-ნკოს მამობის დადგენა.
- საქმე №ას-752-1078-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.03.2008
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2006 წლის 27 დეკემბერს მას მიმართა ალექსანდრე კუზნეცოვმა და, “სამოქალაქო აქტების შესახებ” კანონის 65-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მოითხოვა მარიამ ონიშენკოს მამობის დადგენა.
- საქმე №010310017002050208 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 11.12.2019
…და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს.,,სამოქალაქო აქტების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 65.1 მუხლით განმარტებულია, რომ პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.
- საქმე №010310017002050208 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 02.10.2019
…და ვითარებაში დაბადებისა და გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ძირითად პირობებს და სამოქალაქო აქტების სფეროში უფლებამოსილ ორგანოებს. ამავე კანონის 65-ე მუხლის თანხმად 1. პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი ისტორიული გვარის აღდგენა, თუ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ მისი გვარი წარმოიშვა სხვა გვარის გარდაქმნის ან მისი ისტორიული გვარის წარმომადგენლის მიერ სხვა გვარის მიღების შედეგად.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება