1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ:
ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ;
ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა;
გ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
დ1) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) – სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში;
ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია;
ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ.
3. სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ.
4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 5-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4093
- 27.06.2018 კანონი №2617
- 26.07.2017 კანონი №1263
- 27.05.2016 კანონი №5101
- 08.07.2015 კანონი №3946
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე 1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა; გ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; დ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრისშინაგან უშუალოსაქმეთა დაქვემდებარებაშისამინისტროს არსებულმმართველობის სპეციალურისფეროში დანიშნულებისშემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას –− საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) – სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ. 3. სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ. 4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1406(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებით,
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება