თავი IX — სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში.
3. 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე.
4. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით.
5. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.03.2015-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.03.2015 კანონი №3347
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (29.05.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 77. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლებამოსილების მქონე პირები 1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი. 2. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადების წარდგენის უფლება აგრეთვე აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მშობელს/მშვილებელს – შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში საკუთარი მონაცემების ნაწილში. 3. ქმედუუნარო სრულწლოვნის ან 18 წლამდე არასრულწლოვნის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია მისი მშობლის, მშვილებლის, მეურვის ან მზრუნველის განცხადების საფუძველზე. 4. სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ამ პირის განცხადებით და მისი მზრუნველის თანხმობით. 5. გარდაცვლილი პირის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანა შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(4)
- საქმე №ბს-573(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.10.2021
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ამ მუხლის…
- საქმე №ბს-1206(2კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.08.2020
სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებას, ზემოაღნიშნული კანონის 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ანიჭებს პირს, რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი.
- საქმე №020310018002539461 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 23.07.2019
…მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით, სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…
- საქმე №020310018002539461 · ზუგდიდის რაიონული სასამართლო · 20.09.2018
…76-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის საფუძველია უფლებამოსილი პირის განცხადება და ამ კანონის 78-ე–80-ე მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების არსებობა. იმავე კანონის 77-ე მუხლის 1-ლი პუნქტით სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების, შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება