1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს:
ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს;
ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს;
გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს;
დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი.
3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიმართ.
4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისთვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა.
5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №50 - ვებგვერდი, 15.12.2016
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.12.2016-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.12.2016 კანონი №50
- 25.05.2012 კანონი №6301
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.05.2016 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 90. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ დასადგენი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები 1. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ამ თავით განსაზღვრული წესით ადგენს იურიდიული მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტებს: ა) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში დაბადების ფაქტს; ბ) პირის გარკვეულ დროსა და ვითარებაში გარდაცვალების ფაქტს; გ) პირის დაბადების რეგისტრაციის ფაქტს; დ) პირის გარდაცვალების რეგისტრაციის ფაქტს. 2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი. 3. საზღვარგარეთ მომხდარ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ადგენს მხოლოდ საქართველოს მოქალაქის, მისი არასრულწლოვანი შვილის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა და საქართველოში ლტოლვილისსაერთაშორისო ანდაცვის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის მიმართ. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები საქართველოში მცხოვრები იმ პირის მიმართ, რომლის მოქალაქეობრივი სტატუსი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ განცხადების განხილვის მომენტისთვის გაურკვეველია, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირს შეიძლება დაუდგინდეს საქართველოს მოქალაქეობა. 5. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ფაქტის დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღება ან დაკარგული საბუთის აღდგენა შეუძლებელია ან დაკავშირებულია არათანაბარზომიერ ხარჯებსა და ძალისხმევასთან.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(7)
- საქმე №ბს-344(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.05.2023
…მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოთა უფლებამოსილებაა დაბადების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, ქორწინების, განქორწინების, სახელის ან/და გვარის შეცვლისა და გარდაცვალების რეგისტრაცია. „სამოქალაქო აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს…
- საქმე №ბს-318-318(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2018
…რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი, რადგან იგი შედგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე (დაბადების) ფაქტის დადგენის შესახებ დმანისის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს…
- საქმე №ბს-613-601(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2012
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მიუთითა ასევე «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 90-ე მუხლსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლზე და განმარტა, რომ სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც «სამოქალაქო აქტების შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას.
- საქმე №130310016001609724 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 18.10.2018
…რეესტრის სამსახურის მიერ 2016 წლის 5 მაისს შედგენილი დაბადების აქტის ჩანაწერი, რადგან იგი შედგენილია იურიდიული მნიშვნელობის მქონე (დაბადების) ფაქტის დადგენის შესახებ დმანისის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს ადგენს…
- საქმე №330310017002225785 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
სასამართლომ მიუთითა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 90-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია დაადგინოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი.
- საქმე №330310017002156774 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 30.08.2018
- საქმე №160310016001237428 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.03.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება