1. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ვალდებულია გამართოს ზეპირი მოსმენა, რომელზედაც მოწვეული უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები. განმცხადებელს, დაინტერესებულ პირებსა და მოწმეებს ზეპირი მოსმენის შესახებ უნდა ეცნობოთ მის გამართვამდე 5 კალენდარული დღით ადრე მაინც და მოწვეული უნდა იქნენ მასში მონაწილეობის მისაღებად.
2. თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI და VIII თავებით დადგენილი წესები, ამ კანონის დებულებების გათვალისწინებით.
3. თუ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო შედგება მხოლოდ ერთი თანამშრომლისაგან, ამ თავით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.
4. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის ან დადგენაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება გამოტანილი უნდა იქნეს შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 1 თვისა. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად აუცილებელია ამ კანონით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება ვადის გაგრძელების შესახებ.
5. იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 თვე
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2011).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-738(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.05.2023
სწორედ ამას მიუთითებს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის დანაწესიც, რომლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე…
- საქმე №ბს-613-601(გ-12) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.09.2012
აღნიშნულ საკითხის დასადგენად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო ზემოაღნიშნული კანონის 94-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებას, მართავს ზეპირ მოსმენას, რომელზედაც საკითხის გამორკვევის მიზნით მოწვეულ უნდა იქნენ განმცხადებელი, სხვა დაინტერესებული პირები და მოწმეები.
- საქმე №330310017002225785 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 17.10.2019
სასამართლომ მიუთითა, რომ „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 94-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო აქტების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 111228058, 28/12/2011.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება