საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ:
ა) ის გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან;
ბ) ის ექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით;
გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს ან ნადგურდება ისე, რომ რჩება ნარჩენი;
დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი;
ე) ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება შეიტანება.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 81. საქართველოს საქონლის მიერ საბაჟო სტატუსის დაკარგვა საქონელი კარგავს საქართველოს საქონლის სტატუსს და იძენს უცხოური საქონლის სტატუსს, თუ: ა) ის გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან; ბ) ის ექცევა ტრანზიტის, საბაჟო საწყობის, თავისუფალი ზონის ან შიდა გადამუშავების პროცედურაში, თუ ეს დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით; გ) ის მოქცეულია საბაჟო პროცედურაში მიზნობრივი დანიშნულებით და შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს ან ნადგურდება ისე, რომ რჩება ნარჩენი; დ) საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია საქონლის გაშვების შემდეგ ბათილად იქნა ცნობილი.ცნობილი; თავიე) XIII.ამ კოდექსის 90-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტისა და 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურაშიდეკლარაციაში მოქცევაცვლილება შეიტანება.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება