1. დაუძლეველ ძალად მიიჩნევა ისეთი საგანგებო ან განსაკუთრებული გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და რომლის დადგომა დამოკიდებული არ არის პირის ნებაზე, მათ შორის:
ა) სტიქიური უბედურება (მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ზვავი, ხანძარი და სხვა);
ბ) საგარეო ვაჭრობის შეზღუდვა, საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადება, სახელმწიფო ორგანოს სხვა გადაწყვეტილება;
გ) მასობრივი არეულობა ან გაფიცვა.
2. პირმა, რომელიც დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად ვერ ასრულებს ამ კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვალდებულებას, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს ამ გარემოებისა და საქონლის ზუსტი ადგილმდებარეობის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონელი სრულად განადგურდა) შესახებ და იმოქმედოს საბაჟო ორგანოს მითითების შესაბამისად.
3. თუ ამ კოდექსის 71-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საზღვაო ან საჰაერო ხომალდი დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად იძულებულია გაჩერდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მდებარე პორტში ან აეროპორტში და ვერ სრულდება იმავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება, ამ ხომალდის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომყვანმა პირმა ან მისი სახელით მოქმედმა ნებისმიერმა პირმა ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს საბაჟო ორგანოს.
4. საბაჟო ორგანომ უნდა მიიღოს ზომები ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ საქონელზე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საზღვაო ან საჰაერო ხომალდსა და ამ ხომალდით გადაზიდულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ საქონლის ან/და ამ ხომალდის შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე გადაზიდვ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 28.06.2019).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-656-243(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.11.2006
ქვითარით დასტურდება 27100 ლარის გადახდა ეკოლოგიის გადასახადის სახით მაშინ, როდესაც საბაჟო კოდექსის 71-ე, 72-ე მუხლების თანახმად‚ საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დღგ-ისა და აქციზის გადასახადებით დაბეგვრას.
- საქმე №ბს-804-391(კ-05) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.01.2006
სასამართლო აქვე მოხმობს საბაჟო კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებს, რომელთა შესაბამისად, საბაჟო კონტროლიდან მოხსნისას და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დამატებული ღირებულებისა და აქციზით დაბეგვრას საბაჟო და საგადასახადო კოდექსებით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-129-307-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.11.2003
…საურავის სახით 201 0218 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა: საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის შესაბამისად დამატებული ღირებულების გადასახადი საბაჟო გადასახადს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საბაჟოს კონტროლიდან მოხსნისას საქონელი ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას საგადასახადო კოდექსისა და საბაჟო გადასახადის შესახებ კანონის მიხედვით.
- საქმე №3გ/ად-147-კ-03 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.07.2003
…საბაჟო დეკლარაცია და საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი, იმ მოტივით, რომ საბაჟო კოდექსის 12-ე მუხლის “ა” პუნქტით საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) ითვალისწინებს კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადების გადახდას. ამავე კოდექსის 72-ე მუხლით საბაჟო კონტროლიდან მოხსნის და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში საქონელი ექვემდებარება საბაჟო, დამატებითი ღირებულებისა და აქციზის გადასახადებით დაბეგვრას.
- საქმე №3გ/ად-190-კ-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 04.04.2002
…პალატამ უსაფუძვლობის მოტივით არ დააკმაყოფილა შპს «კ.»-ს სარჩელი 480000 ლარის (150000 ლარის - დღგ და 330000 ლარის ეკოლოგიის გადასახადის) ვალდებულების შესრულებულად ჩათვლის თაობაზე, რადგან საგადასახადო კოდექსის 116, 4 მუხლისა და საბაჟო კოდექსის 72-ე მუხლის საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ იმპორტზე დღგ-ს გადახდა ხდება არა საგადასახადო ორგანოებში, არამედ საბაჟო ორგანოებში, საბაჟო გადასახადთან…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება