1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.
2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება.
3. საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონლად მიიჩნევა.
4. თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის (ღირებულების) წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება იმ საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილდებიან, და ამ ხომალდებით გადაზიდულ საქონელზე.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. საქონლის განსაზღვრულ ადგილზე გადაზიდვა/გადატანა 1. საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლისშემოტანილი შემომტანმასაქონლისთვის პირმაგანსაზღვროს იგი საბაჟო ორგანოსმარშრუტი მიერან/და განსაზღვრულიდაადგინოს მარშრუტითვადა, დაუყოვნებლივრომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაზიდოს/გადაიტანოსგადაადგილდეს. შესაბამისამ შემთხვევაში საბაჟო კონტროლისზედამხედველობის ზონაშიქვეშ ანმყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულგანსაზღვრული ანსაბაჟო მასთანმარშრუტითა შეთანხმებულდა ნებისმიერდადგენილ სხვავადაში ადგილზე.გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება. 2. ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, ეკისრება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება. 3. საქონელი, რომელიც ჯერ კიდევ უცხო ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოსა და ამ უცხო ქვეყანას შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება დაექვემდებაროს საქართველოს საბაჟო ორგანოს კონტროლს, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონლად მიიჩნევა. 4. თუ სასაზღვრო ზონაში მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით ტრანსპორტირებულ საქონელთან, მცირე ეკონომიკური მნიშვნელობის (ღირებულების) წერილის, ღია ბარათის, ბეჭდვითი მასალის და მათი ელექტრონული ეკვივალენტის გადაზიდვასთან ან მგზავრის მიერ გადაადგილებულ საქონელთან მიმართებით საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს საფრთხე არ ექმნება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესისგან განსხვავებული, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესი. 5. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება იმ საზღვაო და საჰაერო ხომალდებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, გაჩერების გარეშე გადაადგილდებიან, და ამ ხომალდებით გადაზიდულ საქონელზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება