1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო.
2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს.
3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.
4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას.
5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება:
ა) სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთანავე, საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით;
ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად.
7. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები.
8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 05.04.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 05.04.2023 კანონი №2767
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.12.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 164. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოება 1. საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს აწარმოებს საბაჟო ორგანო. 2. საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც წარედგინება სამართალდამრღვევ პირს. 3. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არის საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება პირისთვის სამართალდარღვევის ჩადენისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 4. სამართალდამრღვევ პირს უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს წარუდგინოს განმარტება ან/და შენიშვნა, რომელიც აისახება საბაჟო სამართალდარღვევის ოქმში ან დაერთვება მას. 5. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი არ დგება: ა) ამსისხლის კოდექსისსამართლის 168-ედანაშაულის მუხლისნიშნების შენიშვნითაღმოჩენის გათვალისწინებულშემთხვევაში. შემთხვევებში. ამასთანავე, საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით; ბ) თუ საბაჟო სამართალდარღვევა დაფიქსირებულია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შემოწმების აქტში. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაჟო ორგანო, საგამოძიებო ორგანოს ან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში წყვეტს საბაჟო სამართალდარღვევის საქმეს ან იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი პირისთვის საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ. ეს გადაწყვეტილება მიიჩნევა საგადასახადო მოთხოვნად. 7. საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების უზრუნველსაყოფად გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე, 245-ე და 247-ე−249-ე მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებები. 8. თუ საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 30 დღის ვადაში შეუძლებელია ამ ქმედების ჩამდენი პირის დადგენა ან/და იდენტიფიცირება, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საბაჟო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფოსთვისმიმართ გადაცემისამ კოდექსით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შესახებ. 9. საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესი, საბაჟო სანქციის აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. თავი XXX. საბაჟო სამართალდარღვევის სახეები და პასუხისმგებლობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 04/07/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება