ბრძანება N 11188
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11188
02 ივნისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „--------“ (ს/ნ --------)
( მის.: ------ )
2025 წლის პირველი მაისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე (ოქმი №45) განიხილა შპს „---------“ (ს/ნ --------) №95419/1/2025 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2025 წლის 2 აპრილის №EL280844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2022 წლის 5 აგვისტოს გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული იქნა -----ის კუთვნილი საქონელი 2 საზომი ხელსაწყო. გადამუშავების ვადა განისაზღვრა 2023 წლის 1 აგვისტომდე. 2022 წლის 5 აგვისტოს დეკლარაციაში მითითებულია საქონლის სერიული ნომრები -----, -------. ხელსაწყო გაგზავნილ იქნა გერმანიაში ქ. ლევერკუზენში. 2023 წლის 14 მარტს კომპანია GMT-----ის მიერ, მითითებული საზომი ხელსაწყოების სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდგომ გამოგზავნილ იქნა საქართველოში და დაუბრუნდა შპს -------ს და საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ის შესაბამისად საქონელი საქართველოში შემოტანილ იქნა 2023 წლის 30 მარტს. ფორმა 4-ის შევსების დროს გადამზიდავი კომპანიის მიერ დაშვებულია შეცდომა და ნაცვლად დროებით გატანილი საქონლის დაბრუნებისა, მიეთითა როგორც სხვა იმპორტირებული საქონელი. ინვოისში და გასაგზავნი საქონლის შეფუთვის დოკუმენტებში მითითებულია, რომ უკან იგზავნება საქონელი 2 საზომი ხელსაწყო შესაბამისი სერიული ნომრებით ------, -----, ასევე მითითებულია საქონლის საბაჟო კოდი ------. შესაბამისად მიაჩნია, რომ საქონელი გარე გადამუშავების პროცედურის ვადის დასრულებამდეა დაბრუნებული. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ შპს „--------ის“ (ს/ნ -------) მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს №-------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს (საზომი ხელსაწყო) გადამუშავების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტო.
ვინაიდან შპს „-------ის“ (ს/ნ -----) მიერ არ განხორციელებულა გარე გადამუშავების პროცედურის განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით დასრულება, ასევე არ ფიქსირდებოდა გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რითაც ადგილი ჰქონდა დეკლარანტის მიერ საბაჟო პროცედურის პირობების განმეორებით დარღვევას (წინა სამართალდარღვევა დაფიქსირებულია 20.01.2025 №------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით), გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 აპრილს შედგენილი №EL280844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით შპს „-------ს“ (ს/ნ -------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საჩივარში მითითებულ არგუმენტთან დაკავშირებით, საქონლის განსაზღვრულ ვადაში შემოტანისა და №-------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევის თაობაზე, აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მიხედვით, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – შპს „--------ას“ მიერ ინვოისის (Invoice №: -------/ 14.03.2023) საფუძველზე შევსებულია №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 (07.03.2023), რომელსაც განესაზღვრა მწვანე დერეფანი და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში. ინვოისში მითითებული მონაცემებით დოკუმენტურად იდენტიფიცირდება გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი, თუმცა გარე გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (დანართი №8-V-01) შესაძლებელია გაფორმდეს იმ შემთხვევაში, თუ გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული საქონლის ღირებულება 3000 ლარზე ნაკლებია და გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებულია ამავე სახის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
შემოსავლების მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 148-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გარე გადამუშავების პროცედურის გამოყენებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ დროებით გატანილი საქართველოს საქონლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადამუშავების ერთი ან რამდენიმე ოპერაცია...“, ხოლო 151-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „საბაჟო ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა“.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარე გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (დანართი №8-V-01) შესაძლებელია გაფორმდეს იმ შემთხვევაში, თუ გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული საქონლის ღირებულება 3000 ლარზე ნაკლებია და გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებულია ამავე სახის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მომჩივნის მხრიდან ადგილი აქვს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა მის მიერ საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევაში. აღნიშნული წარმოადგენს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება საჩივარში მითითებულ არგუმენტს საქონლის განსაზღვრულ ვადაში შემოტანისა და №------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ მონაცემთა ავტომატიზებული ბაზების მიხედვით, საფოსტო გზავნილების გადამზიდავის – შპს „-------ას“ მიერ ინვოისის (Invoice №: -------/ 14.03.2023) საფუძველზე შევსებულია №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 (07.03.2023), რომელსაც განესაზღვრა მწვანე დერეფანი და საქონელი გაშვებულ იქნა თავისუფალ მიმოქცევაში. საბაჟო დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციით, მართალია ინვოისში მითითებული მონაცემებით დოკუმენტურად იდენტიფიცირდება გარე გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი, თუმცა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტით დადგენილია, რომ გარე გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით (დანართი №8-V-01) შესაძლებელია გაფორმდეს იმ შემთხვევაში, თუ გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებული საქონლის ღირებულება 3000 ლარზე ნაკლებია და გარე გადამუშავების პროცედურაში გაცხადებულია ამავე სახის საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.
ამდენად, №----- საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში №------ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით გაფორმებაც წარმოადგენს საბაჟო პროცედურის პირობის დარღვევას.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
კანონმდებელი სამართალდამრღვევის მიმართ საბაჟო სანქციის შემცველი ნორმების დადგენის პარალელურად ითვალისწინებს საბაჟო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობას, რაც კონკრეტული საფუძვლების განსაზღვრაში გამოიხატა. საბაჟო პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებებისაგან განსხვავებით პირის მიერ ჩადენილი ქმედება შეიცავს საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ნიშანს, მაგრამ საბაჟო პასუხისმგებლობის კანონიერი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, იგი თავისუფლდება საბაჟო სანქციისგან.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ სამართალდამრღვევი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი საბაჟო პასუხისმგებლობა გამოიწვია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---------ის“ (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს 2025 წლის 2 აპრილის №EL280844 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორი ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი სადავო ოქმი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ კომპანიის მიერ 2022 წლის 5 აგვისტოს საქონლის საბაჟო დეკლარაციით გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეულ საქონელს (საზომი ხელსაწყო) გადამუშავების ვადად განესაზღვრა არაუგვიანეს 2023 წლის 1 აგვისტო.
ვინაიდან კომპანიის მიერ არ განხორციელებულა გარე გადამუშავების პროცედურის განსაზღვრულ ვადაში და დადგენილი წესით დასრულება, ასევე არ ფიქსირდებოდა გადამუშავებული პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა, რითაც ადგილი ჰქონდა დეკლარანტის მიერ საბაჟო პროცედურის პირობების განმეორებით დარღვევას (წინა სამართალდარღვევა დაფიქსირებულია 20.01.2025 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით), გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2025 წლის 2 აპრილს შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით კომპანიას დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 171-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა საბაჟო კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის - სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველი და სამართალდამრღვევი უნდა გათავისუფლდეს სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან (საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილით).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
163 (11).