1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.
2. სახელმწიფო ხელს უწყობს საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციების აქტივობის განვითარებას და იზიდავს მათ სპორტის მართვის საქმეში.
3. აუცილებლობის შემთხვევაში სამინისტროს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეუძლია საზოგადოებრივ და სხვა არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებს გადასცეს ცალკეული უფლებამოსილებები და გააკონტროლოს მათი განხორციელება.
4. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაციები თავიანთ საქმიანობაში ხელმძღვანელობენ ამ კანონით და სპორტის სფეროში მოქმედი სხვა ნორმატიული აქტებით.
საქართველოს 2004 წლის 1 ივლისის კანონი №310 - სსმ I, №20, 16.07.2004 წ., მუხ.105
საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4548 - ვებგვერდი, 08.12.2015წ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1633 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3113- ვებგვერდი, 11.07.2018 წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №343 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №343
- 05.07.2018 კანონი №3113
- 07.12.2017 კანონი №1633
- 25.11.2015 კანონი №4548
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-1865-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.02.2022
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, წესდების თანახმად, არ არის დადგენილი სუბიექტების სავალდებულო რეგისტრაცია, ასევე მიუთითა „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლსა [1. საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.
- საქმე №330210117001911678 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 25.07.2019
(საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ერთადერთი ხელმძღვანელი ორგანოა სპორტის შესაბამის სახეობაში და პასუხს აგებს მისი განვითარებისათვის) და ამავე კანონის მე-8 მუხლებზე (ფედერაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს სპორტული საზოგადოებების, ასოციაციების, კლუბების, სკოლებისა და სხვა ორგანიზაციების…
- საქმე №010310117001945945 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 29.03.2019
…სპორტის სფეროს მართვა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური კონსტიტუციებით, ამ კანონით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამავე კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საზოგადოებრივი და სხვა არასახელმწიფო სპორტული ორგანიზაცია არის სპორტული ფედერაცია, ასოციაცია, კლუბი და სხვა გაერთიანება, რომელიც მიზნად ისახავს სპორტის განვითარებას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სპორტის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება