1. თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება მოქმედი წესების მიხედვით არასახელშეკრულებო მოთხოვნები გამოიწვიოს, მაშინ ამის საპასუხოდ გადამზიდველს შეუძლია მიუთითოს ამ თავის იმ წესებზე, რომლებიც მის პასუხისმგებლობას გამორიცხავენ, ან ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავენ, ანდა ზღუდავენ.
2. თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისთვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავენ მის პასუხისმგებლობას, ან განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების ოდენობას ანდა, ზღუდავენ მა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 26.06.1997).
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-873-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.09.2022
…გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია ნაწილ-ნაწილ დატვირთვისას ამ ნაწილების შესაკრებად აუცილებელი დროის განსაზღვრასთან, თუ დარღვეულია ვადა, რომელიც წინდახედულ გადამზიდველს უნდა დაეცვა ჩვეულებრივ შემთხვევებში. 47. სსკ-ის 696-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დანაკარგმა, დაზიანებამ ან ვადის გადაცილებამ, რომლებიც ამ თავით მოწესრიგებული გადაზიდვების დროს წარმოიშვა, შეიძლება…
- საქმე №ას-110-105-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2013
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 674-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 675-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტი, 679-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 694-ე მუხლი და 696-ე მუხლის პირველი ნაწილი, არ გამოიყენა „შეთანხმება საფოსტო ამანათებზე“ საერთაშორისო ხელშეკრულების მე-5 თავის 26-ე მუხლი და 1.1 მუხლის პირველი პუნქტი, არასწორად განმარტა „მსოფლიო საფოსტო კონვენციის34-ე მუხლის 1.1.1 პუნქტი, 4.1 და 4.3 პუნქტები და 2.1 პუნქტი.
- საქმე №3კ/855-01 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.12.2001
…მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის I ნაწილის თანახმად ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისას ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. სამოქალაქო კოდექსის 696-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ გამოყენებული იქნება არასახელშეკრულებო პასუხისმგებლობის მოთხოვნები დანაკარგის, დაზიანებისა და ვადის გადაცილებისათვის ერთ-ერთი პირის მიმართ, მაშინ მას შეუძლია დაეყრდნოს ამ თავის იმ წესებს, რომლებიც განსაზღვრავენ ზიანის ანაზღაურების ოდენობას.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება